დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.22.030.016054 |
|
,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
1.
,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/10/2011წ.) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ამ წესის №2 დანართით დამტკიცებული ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ განცხადება-ანკეტის შევსების წესის“ მე-3 პუნქტის: ა) ,,კ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ.ე) ,,სხვა“ მიზანში მიეთითება განმცხადებლის შესაბამის უცხო ქვეყანაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი.“; ბ) ,,კ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ.ვ) ამ პუნქტის ,,კ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსება სავალდებულოა. განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაციის შეუვსებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულება ეკისრება საკონსულო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოს.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები