შპს „ოპუსი“–ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

  • Word
შპს „ოპუსი“–ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 890
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 06/07/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
890
06/07/2012
ვებგვერდი, 09/07/2012
შპს „ოპუსი“–ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №890

2012 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „ოპუსის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51 -ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 -ე მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების, „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №124/01 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. შპს „ოპუსი“ რეგისტრირებულ იქნს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი 012014.

2. დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტს სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში შეიტანოს შპს „ოპუსის“ სარეგისტრაციო მონაცემები.

3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე -პრეზიდენტი      . ნადარაია