დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.134.016090 |
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2012 წლის 29 ივნისი
დაბა ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1 . „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის №10 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/03/2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016082) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მაძიებელთა საცხოვრებელი ადგილის დადგენაში დახმარების გაწევა;“
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ . დიასამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები