დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 251 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/04/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 25/05/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.050.130.05.001.000.757 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 25-ე მუხლის პირველ პუნქტში რიცხვი „30“ შეიცვალოს რიცხვით „25“.
2. 91-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ამ კანონის ამოქმედებამდე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დროებითი დებულებით“.
3. 93-ე მუხლში სიტყვები „15 აპრილიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „1 ივლისიდან“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 20 აპრილი.
№251-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები