დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 132/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016398 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №13 2/ნ
2012 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებით (სსმ III, 13.02.2007 წ., №20, მუხ. 229 სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.972) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„2 1. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორის მოადგილე.“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ . დეკანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები