საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6540-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.016842
  • Word
6540-Iს
22/06/2012
ვებგვერდი, 04/07/2012
280060000.05.001.016842
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) 241   მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 241 . ზედმეტად დარიცხული პენსიის ლეგალიზაცია

1. 2012 წლის 1 ივნისამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული პენსია ექვემდებარება ლეგალიზაციას.

2. 2012 წლის 1 ივნისამდე ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე პენსიიდან დაკავებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.“.

მუხლი 2. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) 381   მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 381 . ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის  ლეგალიზაცია

1. 2012 წლის 1 ივნისამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული კომპენსაცია ექვემდებარება ლეგალიზაციას.

2. 2012 წლის 1 ივნისამდე ამ კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე კომპენსაციიდან დაკავებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.“.

მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ივნისი.

№6540- Iს