„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 10/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.016906
  • Word
233
03/07/2012
ვებგვერდი, 04/07/2012
010220020.10.003.016906
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №23 3

2012 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებუ­ლების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართ­ველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge,18/04/2012, 010220020.10.003.016810) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. შეიქმნას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწ­ლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)“ სამეთვალყურეო საბჭო და განისაზღვროს მასში ხმის უფლების მქონე პირები შემდეგი შემად­გენლობით:

ნიკა გილაური – სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს სავაჭრო‑სამრეწველო პალატის პრეზიდენტი

ალექსანდრე რონდელი – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც წარმოადგენს სს „სა­პა­რტ­ნიორო ფონდის“ აღმასრუ­ლებელი დირექტორი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 10 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი  ნ. გილაური