დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 232 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016905 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №23 2
2012 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2011, 040030000.10.003.016390) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლში:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ:
ა) სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციათა 100% ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
ბ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ აქციათა 100% ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
გ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქციათა 100% ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
დ) სს „თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 24,529% (19 904 783 ცალი ჩვეულებრივი აქცია) ფონდის კაპიტალში ინვესტირება.“.
2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებისთანავე სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და სს „თელასის“ აქციონერის ყველა უფლებამოსილების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემა (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებულ აქციათა მართვის უფლებით გადაცემა), გარდა აქციების გასხვისების, დივიდენდის განაწილების, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის, გაუქმების, წევრთა არჩევისა და გამოწვევის უფლებამოსილებისა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები