რიგ საკრედიტო კავშირებში გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე

  • Word
რიგ საკრედიტო კავშირებში გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 877
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/07/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
877
03/07/2012
ვებგვერდი, 04/07/2012
რიგ საკრედიტო კავშირებში გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის

განკარგულება 877

2012 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

რიგ საკრედიტო კავშირებში გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანების მე-18 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულებულად იქნეს მიჩნეული საკრედიტო კავშირი „მიზდის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 216374581) და „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 205114650) გაკოტრების საქმის წარმოება.

2. განკარგულება ეცნობოს საკრედიტო კავშირი „მიზდის“ და „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ მარეგისტრირებელ ორგანოს და ინფორმაცია საკრედიტო კავშირი „მიზდის“ და „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. გამოცხადნენ საკრედიტო კავშირი „მიზდი“ და „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი“ ლიკვიდირებულად და ამოღებულ იქნან შესაბამისი რეესტრიდან. საკრედიტო კავშირი „მიზდის“ და „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციისა და მათი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების თაობაზე 10 დღის ვადაში ეცნობოს მათ მარეგისტრირებელ ორგანოს.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი    ო . ნადარაია