„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 508
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016105
  • Word
508
29/06/2012
ვებგვერდი, 03/07/2012
140130000.22.034.016105
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №508

2012 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტისა დასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის დაქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის 393 ბრძანებ აში (სსმ, 01.04.2008, 49, მუხ. 574) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტები (დანართი 1, 2, 3), აქტი ძირითადი საშუალებების ლიკვიდაციის შესახებ (დანართი 4) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის წარსადგენი ჩამოწერილი ქონების ნუსხა (დანართი 5).“.

2. ბრძანებით დამტკიცებულდებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში (მათ შორის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებში და კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის წესს.“.

3. ბრძანებით დამტკიცებულდებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოფის ქონება: ყველა სახის საწვავისა და საპოხი მასალების გამართვის, გადატუმბვის, ტრანსპორტირების, შენახვის, გაწმენდის, შეთბობისა და ხარისხის კონტროლის საშუალებები, საკვების მომზადებისა და ტრანსპორტირების, წყლის გათბობის ტექნიკური საშუალებები; სანივთე ქონება, სანივთე ქონების სარემონტო მოძრავი საშუალებები და კომპლექტები; საკერავი მანქანები, აბანო-სამრეცხაოები და ქიმწმენდის ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე უზრუნველყოფის ტექნიკის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების საშუალებები, სამზარეულო ინვენტარი; პირადი შემადგენლობის კანონმდებლობით დადგენილი ნორმით გათვალისწინებული სანივთე აღჭურვილობა, ავეჯი.“.

4. ბრძანებით დამტკიცებულდებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დებულების მიზნებისთვის, საბალანსო ერთეული არისსამინისტროს დამოუკიდებელი ბალანსის მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.“.

5. ბრძანებით დამტკიცებულდებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2

1. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის-ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის საკითხს იხილავს გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ძირითადი აქტივების ჩამოწერასთან დაკავშირებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში ჩამოწერის მუდმივმოქმედი კომისია) და გადაწყვეტილება მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში მინისტრი) ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის-ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ერთეულის ქონების ჩამოწერის საკითხს იხილავს სამინისტროს შესაბამის საბალანსო ერთეულში შექმნილი გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ძირითადი აქტივების ჩამოწერის კომისია (შემდგომში ჩამოწერის კომისია) და გადაწყვეტილება მტკიცდება საბალანსო ერთეულის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერასა და ჯართის სახით რეალიზაციას ახორციელებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შექმნილი ჩამოწერის კომისია. ჯართის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი სახსრები მოხმარდება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.

4. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისდაქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქონებას ჩამოწერენ ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოწერის მუდმივმოქმედი კომისიის თანხმობით.

5. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზე ჩამოწერის მუდმივმოქმედ კომისიას მიმართავს სამინისტროს საინვენტარიზაციო კომისია ან სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ერთეულის ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზეშესაბამისი საბალანსო ერთეულის ხელმძღვანელი.

6. ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის-ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ერთეულის ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზე საბალანსო ერთეულის ჩამოწერის კომისიას მიმართავს შესაბამისი საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია ან საბალანსო ერთეულის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

7. ჩამოწერის მუდმივმოქმედი კომისია და სამინისტროს საინვენტარიზაციო კომისია იქმნება მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. საბალანსო ერთეულის ჩამოწერის კომისია და საინვენტარიზაციო კომისია იქმნება საბალანსო ერთეულის ხელმძღვანელის მიერ.

8. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილ და დაკარგულ ქონებაზე სამინისტროს საინვენტარიზაციო კომისია (საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია) ამზადებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტებს და წარუდგენს სამინისტროს ჩამოწერის მუდმივმოქმედ კომისიას (საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისიაშესაბამისი საბალანსო ერთეულის ჩამოწერის კომისიას). იმ შემთხვევაში, როდესაც სამინისტროს საინვენტარიზაციო კომისია (საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია) ვერ ადგენს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ვარგისიანობას, ან/და ღირებულებას, მოიწვევა დამოუკიდებელ აუდიტორი ან ექსპერტი.

9. დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ძირითადი აქტივების (გარდა ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი ჩამოსაწერი ფასეულობებისა) ჩამოწერის ინიციატორი სტრუქტურული დანაყოფები (საბალანსო ერთეულის სტრუქტურული ქვედანაყოფები) მიმართავენ ჩამოწერის მუდმივმოქმედ კომისიას (საბალანსო ერთეულის ჩამოწერის კომისიას) წერილობითი ფორმით ჩამოწერის აქტთან ერთად, ჩამოწერის მიზეზებისა და ჩამოწერის შემდეგ მათი გამოყენების წინადადებათა მოკლე ახსნა-განმარტებებით.“.

6. ბრძანებით დამტკიცებულდებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3

ჩამოწერის მუდმივმოქმედი კომისიის (საბალანსო ერთეულის ჩამოწერის კომისიის) ფუნქციებია:

1. ჩამოწერის აქტებისა და გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ძირითადი აქტივების ან/და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესახებ წარდგენილი მასალების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება.

2. გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამოწერის, განადგურების, გადაცემის, ჯართის სახით რეალიზების, პირველადი დანიშნულების შეცვლის, სხვა სახით მათი შემდგომი გამოყენების ან მეორადი დანიშნულებით მათი გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, რაც აისახება შესაბამის სხდომის ოქმში.

3. ჩამოწერილ ქონებაზე კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს ჩამოწერილი საქონლის განადგურება-უტილიზაციაზე უფლებამოსილი პირები, რაც უნდა აისახოს შესაბამის ოქმში.“.

7. ამოღებულ იქნ ბრძანებით დამტკიცებულდებულების მე-4 მუხლი.

8. ბრძანებით დამტკიცებულდებულების მე- 5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 5

1. გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამოწერა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

) გასულია მატერიალური საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისიანობის დადგენის ვადები, თუ მათი გამოყენება საშიშია მომხმარებლისათვის ან ოპერაციების წარმოებისას;

) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები თავისი ტექნიკური მდგომარეობის გამო არ შეიძლება გარემონტდეს (აღდგეს) და გამოყენებულ იქნეს დანიშნულებისამებრ, ან/და თუ მისი რემონტი (აღდგენა) არარენტაბელურია;

) უვადო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მისულია გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე ნორმალური ექსპლოატაციის პროცესში, თუ შეუძლებელია მათი ტექნიკური მდგომარეობის აღდგენა და დანიშნულებისამებრ გამოყენება;

) ქონება მორალურად მოძველებულია.

2. მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისათვის დაწესებული ტექნიკური რესურსის გასვლა არ შეიძლება იყოს ჩამოწერის საფუძველი, თუ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები თავისი ტექნიკური მდგომარეობით ან რემონტის შემდეგ ვარგისია დანიშნულებისამებრ შემდგომი გამოყენებისათვის.

3. მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა და სალიკვიდაციო აქტების შედგენა წარმოებს იმ თანამდებობრის პირთა თანდასწრებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩამოსაწერი ქონების ტექნიკურ მდგომარეობაზე, აღრიცხვიანობასა და დაცვაზე.

4. ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ლიკვიდაციის აქტს ადგენს შესაბამისი საინვენტარიზაციო კომისია, ან ძირითადი აქტივების ჩამოწერის ინიციატორი დანაყოფი და ცნობის სახით წარუდგენს შესაბამისად, მუდმივმოქმედ ჩამოწერის კომისიას, ან შესაბამისი საბალანსო ერთეულის ჩამოწერის კომისიას.“.

9. ბრძანებით დამტკიცებულდებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 6

1. გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ძირითადი აქტივები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ჩამოწერის შემდგომ მათი დაშლა ხორციელდება სამინისტროს ან საბალანსო ერთეულის საამისოდ უფლებამოსილი სამსახურების მიერ.

2. ამოღებულ იქნ;

3. ამოღებულ იქნ;

4. ჩამოწერილი ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დაშლის, დემონტაჟის შედეგად მიღებული სათადარიგო ნაწილები და მასალები შემოსავალში აიღება შესაბამისი სამსახურების მიერ მიღება-ჩაბარების აქტისა და შემოსავლის ზედდებულის გაფორმებით.

5. ჩამოწერილი ქონების განადგურება, ჰუმანიტარული სახით გაცემა ან ჯართის სახით რეალიზება ხდება სამინისტროს მუდმივმოქმედი ჩამოწერის კომისიის (საბალანსო ერთეულის ჩამოწერის კომისიის) გადაწყვეტილებით. საბალანსო ერთეულის ჩამოწერის კომისია საბალანსო ერთეულის ქონების ჩამოწერის თაობაზე ინფორმაციას ცნობის სახით წარუდგენს სამინისტროს ჩამოწერის კომისიას.

6. ჩამოწერის მუდმივმოქმედი კომისია ძირითადი აქტივების (უძრავი ქონების) ჩამოწერის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.“.

10. ბრძანებით დამტკიცებულდებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ჩამოწერის მუდმივმოქმედი კომისია, იმ მოძრავი ქონების ჩამოწერის შესახებ, რომელიც სარგებლობაში გადმოცემულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.“.

უხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

 

დანართი №1

ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობათა) ჩამოწერის
ა ქ ტ ი

20 წლის ------------------- მდგომარეობით

------------------------------------------------------------------------------------

 

ძირითადი აქტივების დასახელება

ექსპლუატა ციაში შესვლის წელი

ექსპლუატა ციაში ყოფნის პერიოდი

ღირებულება ლარებში

საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა

ფიზიკური ცვეთა

ნარჩენი ღირებულება ლარებში

ბუღალ ტრული ცვეთის %

ფაქტ ობრივი მდგომარეობა %

ფაქტ ობრივი მდგომარეობა ლარებში

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერები:                                       1.

                                                                2.

                                                                3.

                                                                4.

 

 

დანართი №2

 

ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარები და სხვა) ჩამოწერის

ა ქ ტ ი

20 წლის ------------------- მდგომარეობით

------------------------------------------------------------------------------------

 

ძირითადი აქტივების დასახელება

ექსპლუატა ციაში შესვლის წელი

ექსპლუატა ციაში ყოფნის პერიოდი

ღირებუ ლება ლარებში

საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა

ფიზიკური ცვეთა

ნარჩენი ღირებულება ლარებში

ბუღალტ რული ცვეთის %

ფაქტობრივი მდგომარეობა

ლარებში

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერები:                                                1.

                                                                         2.

                                                                         3.

                                                                         4.

 

 

დანართი №3

ხელმძღვანელი             ________________________

        „    “  ________________________  20 წელი.

 

 

 სატრანსპორტო საშუალებების

ჩამოწერის აქტი

                                                       „    “ ______________________ 20 წელი.

ორგანიზაციის დასახელება _____________________________________________________

სტრუქტურული ქვედანაყოფი ___________________________________________________

სატრანსპორტო საშლებების დასახელება ________________________________________

მატერიალურად პასუხისმგებელი პირი __________________________________________

 

საქარხნო ნომერი _______________________საინვენტარო ნომერი ______________________

 

მაჩვენებლის დასახელება

მოკორესპონდენტო ანგარიშები

თანხა, ლარი

დებეტი

კრედიტი

1

2

3

4

საწყისი ღირებულება

 

 

 

ნარჩენი ღირებულება

 

 

 

 

„       “ ________________________________ წ.          ____________________________________ 

_________________________________   ბრძანებით (განკარგულებით) დანიშნული კომისიის მიერ

________________________________________________________________________________________

ჩატარებული ავტომობილის დათვალიერება (მისაბმელი, ნახევარმისაბმელი)

 

ავტომობილის ტექნიკური დახასიათება (მისაბმელი, ნახევრადმისაბმელი)

                                                                                                                                                                            

მარკა/მოდელი

ტიპი

სახ. №

ძარის №

ძრავის №

შასის №

ტ/პასპორტის №

ობიექტის წონა პასპორტით ტ.

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

მონაცემები ძვირფასი მასალების და შავი ლითონის შემადგენლობის შესახებ

ძვირფასი მასალების დასახელება

ანალიზური აღრიცხვის კოდი

ზომის ერთეული

რაოდენობა (მასა)

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტომობილის (მისაბმელის, ნახევარმისაბმელის) მისი აგრეგატების კვანძებისა და მექანიზმების დათვალიერებისას და საბუთების (პასპორტი) გაცნობისას კომისიამ დაადგინა:

 

1 ირიცხება ორგანიზაციის ბალანსზე----------  ____________________       წელი.

2 გასვლის მიზეზი                                            __________________________________________

3 ტექნიკური მდგომარეობა                             __________________________________________

 

სატრანსპორტო საშუალება

გამოშვების წელი

ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი

ცვეთის %

ავტომობილების სახე (მისაბმელი, ნახევრადმი საბმელი)

კოდი

 

 

საბუღალტრო

ფაქტ ობრივი ფიზიკური

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასკვნა:                                           ___________________________________________________       

  

 ___________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

 

დანართი (თუ არსებობს) ____________________________________________________________

 

ინიციატორი დანაყოფის 

წარმომადგენელთა. ხელმოწერები: ___________________________________________________

                                                                                       /თანამდებობა, ხელმოწერა, ხელმოწერა გარკვევით/

 

___________________________________________________________________________________

                                                                                     /თანამდებობა, ხელმოწერა, ხელმოწერა გარკვევით/

 

___________________________________________________________________________________

                                                                                     /თანამდებობა, ხელმოწერა, ხელმოწერა გარკვევით/

 

___________________________________________________________________________________

                                                                                     /თანამდებობა, ხელმოწერა, ხელმოწერა გარკვევით/

 

___________________________________________________________________________________

                                                                    /თანამდებობა, ხელმოწერა, ხელმოწერა გარკვევით/

 

___________________________________________________________________________________

                                                                          /თანამდებობა, ხელმოწერა, ხელმოწერა გარკვევით/

 

 

დანართი №4

 

აქტი

ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შესახებ

 

ძირითადი აქტივების დასახელება

ექსპლუატაციაში შესვლის წელი

ღირებულება ლარებში

ცვეთა

ლარებში

ნარჩენი

ღირებულება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის შემადგენლობა :

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

 

დანიშნულია ბრძანებით

20 ________________ თვე ________________

___________________________________________________________________________________________

დაათვალიერა

_________________________________________________________________________________________

 

(ობიექტის დასახელება)

 

და აღმოაჩინა, რომ იგი უნდა ლიკვიდირებულ იქნს (და დაშლილ იქნს) შემდეგის საფუძველზე:

 

 1. დამზადება ან აშენების წელი ________________________________________________

 2. მიღებულ იქნა ____________________________________________________________

 3. ექსპლუატაციაში შესულია _________________________________________________

 4. საწყისი საბალანსო ღირებულება _____________________________________________

 5. ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზები _______________________

 

 _______________________________________________________________________

 კომისიის დასკვნა

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

 

 

 ხელმოწერები:                         1                                                                             ხელმძღვანელის ხელმოწერა

                                                     2

                                                     3

                                                     4                                                                                               ბ.ა.

                                                      5

 

 

დანართი №5

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარსადგენი

ჩამოწერილი ქონების ნუსხა

სტრუქტურული ქვედანაყოფი                          __________________________________________

ბრძანება №                           თარიღი                  __________________

კომისიის ოქმი №                                                __________________

 

 

ძირითადი აქტივების დასახელება

საწყისი საბალანსო ღირებულება

დარიცხული ცვეთა

ნარჩენი საბალანსო ღირებულება

ლიკვიდაციით მიღებული

შენიშვნა

1

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

 

11

 

 

 

 

 

 

12

 

 

 

 

 

 

13

 

 

 

 

 

 

14

 

 

 

 

 

 

15

 

 

 

 

 

 

16

 

 

 

 

 

 

17

 

 

 

 

 

 

 

ჯამი:

 

 

 

 

 

 

____________________

           /ხელმოწერა/                                                                                                                                                                      ბ.ა.