დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 129/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016395 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №129/ნ
2012 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №213/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 111228016, 28/12/2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016250) შევიდეს ცვლილება და :
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება დანართის შესაბამისად.“;
გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება“
დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ეს წესდება არეგულირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში – სასწავლო უნივერსიტეტის) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სასწავლო უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“;
ე) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სასწავლო უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ინგლისურად – Non profit legal entity– Gori State Teaching University. სასწავლო უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა: „გსუ“, ინგლისურად – „GTU“.“;
ვ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობა.
ზ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების 51-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია გიორგი სოსიაშვილი, დაბადების თარიღი 1977 წლის 22 ივნისი, პირადი №59001023220, არჩეული აკადემიური საბჭოს 2011 წლის 17 იანვრის №09-08 დადგენილებით, რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
3. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია გიორგი ხორბალაძე, დაბადების თარიღი 1981 წლის 30 დეკემბერი, პირადი №43001003668, დამტკიცებული წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 11 აპრილის №09-28 გადაწყვეტილებით, რომელიც ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს რეგენტთა საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დასამტკიცებლად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგენამდე.“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ . შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები