„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 128/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 03/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 23/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016394
  • Word
128/ნ
03/07/2012
ვებგვერდი, 03/07/2012
430210000.22.022.016394
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №128/ნ

2012 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანების (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764 , სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.878) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და

1.  223 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მასწავლებლობის კანდიდატი სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.“

2. 224  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1 . ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

3. 224   მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 3. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.

4. 22 5   მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდის დღეს 21 საათამდე ამ წესის 222 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო გამოცდების ეროვნული ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.“

5. 227  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საპრეტენზიო კომისიას, სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.“

6. 229  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.“

7. 22 10   მუხლის მე- 3, მე-4 და მე-5 პუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს გამოცდების ეროვნული ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.

4. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნული ცენტრს გადაწყვეტილებას.

5. გამოცდების ეროვნული ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მასწავლებლობის კანდიდატს.“

8. 2211  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1 . სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“ .

9. 2212  მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3 . საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრ ში.

4 . საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.’’.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი . შაშკინი