„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/07/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016110
  • Word
26
02/07/2012
ვებგვერდი, 09/07/2012
010260020.35.153.016110
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 26

2012 წლის 2 ივისი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებმცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებით (სსმ 010260020.35.153.016031 21/01/2011) დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში, კერძოდ,

1.1. დებულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

კ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური“;

ლ) ტურიზმის სამსახური“.

1.2. დებულების მე-14 მუხლს დაემატოს მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ერთიანი სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის განხორციელება, აღნიშნული შესყიდვების განხორციელების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.

12. ტურიზმის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის პოლიტიკის გატარება, ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის განვითარება და მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება“.

1.3. ამოღებულ იქნეს დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტები.

მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  . კალანდაძე