საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 13/04/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.752
  • Word
238
24/03/2000
სსმ, 13, 13/04/2000
200.000.000.05.001.000.752
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 94-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

2. 108-ე მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

3. 115-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

4. 132-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

5. 134-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

6. 135-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

7. 206-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საბაჟო დეპარტამენტთან“ შეიცვალოს სიტყვებით „საბაჟო ორგანოსთან“, ხოლო მე-3 ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი“ – სიტყვებით „საბაჟო ორგანო“.

8. 210-ე მუხლის მე-9 ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“, ხოლო მე-13 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და მე-17 ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი“ – სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო“.

9. 218-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“, ხოლო მე-7 ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი“ – სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო“.

10. 227-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო“.

11. 229-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

12. 230-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

13. 256-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში“, ხოლო მე-5 ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის“ – სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

14. მე-15 კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საგადასახადო ორგანოების სტატუსი, სტრუქტურა და უფლებამოსილებანი“.

15. 258-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საგადასახადო ორგანოების ძირითადი ფუნქციები“;

ბ) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგადასახადო ორგანოების ძირითადი ფუნქციებია“.

16. 259-ე მუხლის სათაურში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო ორგანოების“.

17. 260-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 260. საქართველოს საგადასახადო ორგანოების სტატუსი, სტრუქტურა და უფლებამოსილებანი

საქართველოს საგადასახადო ორგანოები შედიან საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში. მათი სტატუსი, სტრუქტურა და უფლებამოსილებანი, აგრეთვე სპეციალური სამართალდამცავი ორგანოს სტატუსის მქონე იმ ოპერატიული დეპარტამენტის სტრუქტურა და უფლებამოსილებანი, რომელიც ახორციელებს მოკვლევასა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და უზრუნველყოფს საგადასახადო სფეროში სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლას, საგადასახადო ორგანოების საქმიანობის უსაფრთხოებასა და მათი მუშაკების დაცვას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, განისაზღვრება ამ კოდექსით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. მხოლოდ საგადასახადო ორგანოები არიან უფლებამოსილნი უზრუნველყონ გადასახადების სრულად და დროულად გადახდის სახელმწიფო კონტროლი, იმ შემთხვევების გარდა, როცა ამ კოდექსით გათვალისწინებულია გადასახადის აკრეფა სხვა ორგანოების მიერ“.

18. 263-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო“.

19. 270-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 270. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საგადასახადო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საგადასახადო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფი­სათვის საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლების მიხედვით ბიუჯეტებსა და სახელმწიფო სპეციალურ ფონდებში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 3 პროცენტი, აგრეთვე ბიუჯეტებისა და სპეციალური ფონდების სასარგებლოდ დამატებით დარიცხული და ჩარიცხული თანხების 10 პროცენტი ირიცხება ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. ამ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა ხდება ბიუჯეტებსა და სახელმწიფო სპეციალურ ფონდებში ჩარიცხული თანხების პროპორციულად საბანკო დაწესებულებების მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახსრების ხარჯვის წესს ადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი“.

20. 273-ე მუხლის:

ა) 28-ე ნაწილში სიტყვები „2001 წლის 1 აპრილამდე“ შეიცვალოს სიტყვებით 2000 წლის 1 ივლისამდე“;

ბ) 33-ე ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“;

გ) 37-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე ნაწილი:

„38. ა) 2001 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის ცხრილში 22-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები

271000110-271000690

ტონა

200 ლარი

 

ბ) ამ ნაწილის “ა” ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2000 წლის 20 აპრილიდან”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                           . შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 24 მარტი.

238II