დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7462 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 04/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016107 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №7462
2012 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა) მე-9 მუხლის:
ა.ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საქართველოს საწარმო, ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა, “ASYCUDA”-ში დაშვების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს „მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა “ASYCUDA”-ში დაშვების შესახებ განცხადებას“ (დანართი №I–01).
2. არასრულად შევსებული განცხადება უბრუნდება განმცხადებელს, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში და, იმავდროულად, განესაზღვრება ხარვეზის აღმოფხვრის ვადა.
3. „მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა “ASYCUDA”-ში დაშვების შესახებ განცხადებით“ გათვალისწინებული ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან (განცხადების რეგისტრაციიდან) ხუთი დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიიღება გადაწყვეტილება პირის ,,ASYCUDA”-ში დაშვების თაობაზე და განმცხადებელს წერილობით ეცნობება ,,ASYCUDA”-ში დაშვებისთვის აუცილებელი კონფიდენციალური მონაცემების დალუქული კონვერტით მიღების შესაძლებლობის შესახებ. კონვერტი გადაეცემა ,,ASYCUDA”-ში დაშვებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს კონვერტის მიღებას.“;
ა.ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) დანართი №I-01 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №I–01
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს -
შემოსავლების სამსახურს
განმცხადებელი: (შემოხაზეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელს წარმოადგენთ)
საწარმოს ხელმძღვანელი (დირექტორი) / მისი წარმომადგენელი
მეწარმე ფიზიკური პირი / მისი წარმომადგენელი
_________________________________________________________________________
განმცხადებლის დასახელება (ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი და გვარი ),
______________________________________________
განმცხადებლის მისამართი , საიდენტიფიკაციო №
_______________________________
განმცხადებლის ტელეფონი /ფაქსი
მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა “ASYCUDA”-შიდაშვების შესახებ
განცხადება
გთხოვთ, უზრუნველყოთ მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვება საგადასახადო ორგანოს შემდეგ კოდზე:
_________________________________________________________________________________
მიუთითეთ საგადასახადო ორგანოს კოდი, რომელზედაც გსურთ დაშვება
მიუთითეთ იმ ფიზიკური პირის (პირების) საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელთა მიერ უშუალოდ შეივსება სასაქონლო დეკლარაცია:
________________________________________________________________________________
ფიზიკური პირის სახელი, გვარი
________________________________________________________________________________
მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია, ნომერი, პირადი ნომერი
________________________________________________________________________________
მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი
(რამდენიმე ფიზიკური პირის შემთხვევაში განცხადებას დაურთეთ ამ პირების შესახებ აღნიშნული მონაცემები)
სისტემაში დაშვებული პირის (პირების) სტატუსი:
| 1. უშუალოდ დეკლარანტი | შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი სტატუსი |
| 2. პირდაპირი წარმომადგენელი |
|
| 3. ირიბი წარმომადგენელი |
|
| 4. მხოლოდ ტრანზიტის სასაქონლო დეკლარაციასთან დაკავშირებული პროცედურები | მე-4 პოზიცია შემოხაზეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აპირებთ მხოლოდ ტრანზიტის სასაქონლო დეკლარაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა “ASYCUDA”-ს მეშვეობით |
დანართი: __________________________
ფურცლების რაოდენობა
შენიშვნა: თუ საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებთ და ხართ მასთან დასაქმებული პირი, განცხადებას აუცილებლად და ურთეთ საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერილი, წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოდგენილ პირთან თქვენი დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.
განმცხადებლის ხელმოწერა და
არსებობის შემთხვევაში ბეჭედი: -------------------------------
თარიღი:-------------------------------“;
გ) 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის დათვალიერება შესაძლებელია სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე და მისი მიზანია: საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია, აკრძალული საქონლის შემოტანა/გატანის ან/და ფარულად გადაადგილების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, საქონლის მიმართ სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების გატარება, დეკლარირებული საქონლისთვის მინიჭებული სეს ესნ-ის კოდის სისწორის განსაზღვრა.“;
დ) 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერება წარმოებს მგზავრის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მგზავრის დაუსწრებლად დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) თუ ბარგისა და ხელბარგის მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია;
ბ) საჰაერო გზით შემოტანილი ბარგის მიზანმიმართული დათვალიერებისას, როდესაც სკანირების შედეგების ამსახველი სურათის ან სამართალდამცავი ორგანოებიდან ან სხვა წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ადგილი აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას ან ასეთი დარღვევის მცდელობას.“;
ე) 44-ე მუხლის 38-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„38. გრაფა 37 “სასაქონლო ოპერაცია“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად სასაქონლო ოპერაციას და ჩაიწერება – “40“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ სასაქონლო ოპერაციას და ჩაიწერება ამ ოპერაციის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად. თუ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია არ არსებობს, მაშინ იწერება - “00“. ექსპორტში უკან დაბრუნების პირობით მოქცეული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, მეორე ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება ,,12”. დაბრუნებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, მეორე ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება ,,10”. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;
ვ) 45-ე მუხლის:
ვ.ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. გრაფა 37 “სასაქონლო ოპერაცია” – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად სასაქონლო ოპერაციას და ჩაიწერება – “10”, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ სასაქონლო ოპერაციას და ჩაიწერება ამ სასაქონლო ოპერაციის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად. თუ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია არ არსებობს, მაშინ იწერება – “00“. გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში პირველი ორი ციფრი ჩაიწერება ,,10”, ხოლო მეორე ორი ციფრი ,,51”. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ექსპორტში ექცევა უკან დაბრუნების პირობით, პირველი ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება ,,12”. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;
ვ.ბ) მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გრაფა ,,B” – გრაფა ივსება გაფორმების ორგანოს ან დანიშნულების პორტალის მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოყენებული კონტროლის ღონისძიების დასრულებას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი.“;
ზ) 61-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მე-8 გრაფაში (გარდა „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არსებულ პატარა უჯრედში მიეთითება საქონლის საერთო წონა კილოგრამებში, ხოლო გრაფის სვეტებში მიეთითება საქონლის აღწერილობა, კერძოდ:
ე.ა) პირველი სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის დასახელება, ხოლო ამავე სვეტის ბოლო (ქვედა) უჯრაში – ამ დეკლარაციით გაცხადებული საქონლის სახეობათა რაოდენობა;
ე.ბ.) მე-2 სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის რაოდენობა სეს ესნ-ის დამატებითი ზომის ერთეულების შესაბამისად;
ე.გ) მე-3 სვეტის უჯრებში:
ე.გ.ა) მიეთითება შესაბამისი საქონლის ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, ხოლო იმპორტის გადასახადის დარიცხვის ან გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევაში მიეთითება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი, თუ ამ ქვეპუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ე.გ.ბ) თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის იმპორტი არ იბეგრება იმპორტის გადასახადით ან/და არ სარგებლობს შეღავათებით ან/და საქონლის სატარიფო ღირებულება არ განისაზღვრება სარეზერვო მეთოდით, საქონლის კოდი არ მიეთითება;
ე.გ.გ) უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის შემოტანილი საქონლის შემთხვევაში მიეთითება საქონლის ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია – 9905;“;
თ) 61-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ქვეპუნქტები:
„ე1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე მე-8 გრაფა ივსება მხოლოდ დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ აღნიშნული საქონლის ნაწილის დადეკლარირებისას (საქონლის სხვადასხვა სასაქონლო პარტიად შემოტანისას) მაცივრის, კომპიუტერის ან ტელევიზორის შემთხვევაში:
ე1.ა) გრაფის პირველი სვეტის უჯრებში მიეთითება აღნიშნული საქონლის დასახელება, ხოლო ამავე სვეტის ბოლო (ქვედა) უჯრაში – ამ დეკლარაციით გაცხადებული საქონლის სახეობათა რაოდენობა;
ე1.ბ) მე-2 სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის რაოდენობა სეს ესნ-ის დამატებითი ზომის ერთეულების შესაბამისად;
ე2) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემთხვევაში მე-8 გრაფა არ ივსება;“;
ი) 61-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მე-9 გრაფაში (გარდა „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიეთითება საქონლის სატარიფო ღირებულება და გადასახდელები, კერძოდ:
ვ.ა) პირველი სვეტის – ,,საქონლის ღირებულება” – უჯრებში მიეთითება დეკლარაციის მე-8 გრაფაში გაცხადებული შესაბამისი საქონლის ფაქტურული ღირებულება, ხოლო ამავე სვეტის ბოლო (ქვედა) უჯრაში – დეკლარაციით გაცხადებული საქონლის საერთო ფაქტურული ღირებულება;
ვ.ბ) მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 სვეტების უჯრები დეკლარაციის მე-8 გრაფაში გაცხადებული შესაბამისი საქონლის გასწვრივ ივსება იმ შემთხვევაში, თუ ამ დეკლარაციით დეკლარირებული სხვადასხვა საქონლის მიმართ გამოიყენება დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმი (გადასახადისაგან გათავისუფლება ან/და განსხვავებული განაკვეთები), ხოლო ამავე სვეტების ბოლო (ქვედა) უჯრებში მიეთითება ზედა უჯრებში მითითებული მონაცემების ჯამი;
ვ.გ) მე-4 სვეტის – «შეღავათები» – შესაბამის უჯრაში მიეთითება:
ვ.გ.ა) ციფრი «1» იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება;
ვ.გ.ბ) ციფრი «2» იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება;
ვ.გ.გ) ციფრი «3» იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან გათავისუფლება;
ვ.გ.დ) ციფრი «7» იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის მე-8 გრაფაში დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება აქციზისაგან გათავისუფლება;“;
კ) 61-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:
„ვ1) მე-9 გრაფაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ან „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ერთ სასაქონლო პარტიად შემოტანის შემთხვევაში ივსება მხოლოდ მე-4 სვეტი «შეღავათები» და შესაბამის უჯრაში მიეთითება:
ვ1.ა) ციფრი «4» იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირებული საქონლის მიმართ გამოიყენება უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. უჯრის შევსებისას სისტემის მიერ დეკლარაციის მე-14 გრაფაში ავტომატურად ეთითება: „ვადეკლარირებ საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელს, რომელიც არ აღემატება დაუბეგრავ მინიმუმს და არაა განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის“, რასაც დეკლარანტი ადასტურებს ხელმოწერით დეკლარაციის მე-12 გრაფაში;“;
ვ1.ბ) ციფრი «5» იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირებული საქონლის მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. უჯრის შევსებისას სისტემის მიერ დეკლარაციის მე-14 გრაფაში ავტომატურად ეთითება: „ვადეკლარირებ საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელს, რომელიც არ აღემატება დაუბეგრავ მინიმუმს და არაა განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის“, რასაც დეკლარანტი ადასტურებს ხელმოწერით დეკლარაციის მე-12 გრაფაში;
ვ1.გ) ციფრი «6» იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირებული საქონლის მიმართ გამოიყენება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. უჯრის შევსებისას სისტემის მიერ დეკლარაციის მე-14 გრაფაში ავტომატურად ეთითება: „ვადეკლარირებ საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელს, რომელიც არაა განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის“, რასაც დეკლარანტი ადასტურებს ხელმოწერით დეკლარაციის მე-12 გრაფაში;
ვ2) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ან „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის დეკლარირებისას (საქონლის სხვადასხვა სასაქონლო პარტიად შემოტანისას) მე-9 გრაფაში ივსება მხოლოდ:
ვ2.ა) პირველი სვეტის – ,,საქონლის ღირებულება“ პირველი (ზედა) უჯრა და იწერება დეკლარაციით გაცხადებული საქონლის საერთო ფაქტურული ღირებულება;
ვ2.ბ) მე-4 სვეტი «შეღავათები» და დეკლარაციის მე-14 გრაფა ივსება ამ მუხლის ვ1 ქვეპუნქტის შესაბამისად.“;
ლ) 61-ე მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) მე-15 გრაფაში – ,,საგადასახადო აღნიშვნები” – იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო დეკლარაციისათვის შტრიხ-კოდის მინიჭება ავტომატურად ვერ ხორციელდება, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, პირადნომრიანი ბეჭდით (პორტალის შემთხვევაში) და შესაბამისი შტამპით (,,გაშვება ნებადართულია”) დასტურდება დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის გაფორმების დასრულება თარიღის მითითებით. ბეჭდის დასმა შტამპის შიგნით დაუშვებელია. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და შტამპის ნომრები და წარწერა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ან „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის დეკლარირებისას – მიეთითება „ნაწილი”;
მ) გრაფა “ R. ოპერაცია” – გრაფაში მიეთითება სასაქონლო ოპერაციის კოდი, იმპორტის შემთხვევაში – 40, ექსპორტის შემთხვევაში – 10, დროებითი შემოტანის შემთხვევაში – 34.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ჯ. ებანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები