,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/1399
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 02/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016186
  • Word
1-1/1399
02/07/2012
ვებგვერდი, 02/07/2012
040030000.22.024.016186
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/ 1399

2012 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუქნტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110414009, 14/04/2011) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, საფოსტო ინდექსი 0160.’’.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის.’’.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ქობალია