,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7-27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 29/06/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 330130000.36.101.016114
  • Word
7-27
29/06/2012
ვებგვერდი, 05/07/2012
330130000.36.101.016114
,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №7- 27

2012 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

,,ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: „ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ წესში, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. სამარის გათხრის უფლება აქვს მხოლოდ მმართველს. გამონაკლის შემთხვევაში:

ა) სამარის გათხრა შესაძლებელია განხორციელდეს მმართველის მიერ საკუთარი ხარჯებით.

ბ) დიდგორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე საქალაქო სასაფლაოებზე, სამარის გათხრა შესაძლებელია განხორციელდეს, ჭირისუფლის მიერ საკუთარი ხარჯებით სასაფლაოს მმართველის მიერ განცხადების რეგისტრაციის და შესაბამისი გარდაცვალების მოწმობის საფუძველზე.“.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ზ . სამადაშვილი