დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7-26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 29/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.36.101.016113 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/07/2012 - 12/12/2014)
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №7- 26
2012 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“, „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მეორე პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის და მე-12 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ოლიმპიური სოფლის მშენებლობის და ოლიმპიადის ორგანიზების მიზნით, საქართველოს მთავრობას, ქ. თბილისის მერიას და სს „HUALING INTERNATIONAL SPECIAL ECONOMIC ZONE”, სს “RUILONG INDUSTRIAL INVESTMENT” და სს „ფანდ ინვესთმენთს“ შორის 2012 წლის 30 მარტს გაფორმებული მიწის ნასყიდობის და ინვესტირების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქ. თბილისის საზღვრებში არსებულ ქონებაზე, ინვესტორი იხდის ქონების გადასახადს შემდეგი სახით:
ა) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-6 წელს ინვესტორი იხდის ქონების გადასახადის 0,2%-ს;
ბ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-7 წელს ინვესტორი იხდის ქონების გადასახადის 0,3%-ს;
გ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-8, მე-9 და მე-10 წელს ინვესტორი იხდის ქონების გადასახადის 0,4%-ს;
დ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ ინვესტორი იხდის ქონების გადასახადის 1,0%-ს.
2. ოლიმპიური სოფლის მშენებლობის და ოლიმპიადის ორგანიზების მიზნით, საქართველოს მთავრობას, ქ. თბილისის მერიასა და სს „HUALING INTERNATIONAL SPECIAL ECONOMIC ZONE” , სს “RUILONG INDUSTRIAL INVESTMENT” და სს „ფანდ ინვესთმენთს“ შორის 2012 წლის 30 მარტს გაფორმებული მიწის ნასყიდობის და ინვესტირების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქ. თბილისის საზღვრებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ინვესტორი იხდის მიწაზე ქონების გადასახადს შემდეგი სახით:
ა) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-6 წელს, ინვესტორი იხდის მიწაზე ქონების გადასახადს იმ დროისთვის არსებული შესაბამისი გადასახადის 20%-ის ოდენობით;
ბ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-7 წელს, ინვესტორი იხდის მიწაზე ქონების გადასახადს იმ დროისთვის არსებული შესაბამისი გადასახადის 30%-ის ოდენობით;
გ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-8, მე-9 და მე-10 წელს ინვესტორი იხდის მიწაზე ქონების გადასახადს იმ დროისთვის არსებული შესაბამისი გადასახადის 40%-ის ოდენობით;
დ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ, ინვესტორი იხდის იმ დროისთვის არსებულ მიწაზე ქონების გადასახადზე შედარებით დაბალ ტარიფს.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ . სამადაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები