“სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
“სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43(50), 21/09/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 26/05/2009
სარეგისტრაციო კოდი 210.020.100.05.001.000.697
  • Word
2405
09/09/1999
სსმ, 43(50), 21/09/1999
210.020.100.05.001.000.697
“სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სალიცენზიო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. სალიცენზიო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39 (46), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სამკურნალო, ნარკოტიკულ საშუალებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა დამზადებაზე – 400 ლარი.”;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაზე:

ა) აფთიაქის საქმიანობაზე – 300 ლარი;

ბ) აფთიაქის ფილიალის საქმიანობაზე – 50 ლარი;

გ) ფარმაცევტული ბაზის საქმიანობაზე – 400 ლარი;

დ) საფერშლო-საბებიო ამბულატორიის საქმიანობაზე – 20 ლარი;

ე) საექიმო ამბულატორიის საქმიანობაზე – 40 ლარი;

ვ) პოლიკლინიკის, დისპანსერის საქმიანობაზე – 100 ლარი;

ზ) სოფლად მდებარე საავადმყოფოს საქმიანობაზე – 50 ლარი;

თ) ქალაქში მდებარე საავადმყოფოს საქმიანობაზე – 200 ლარი;

ი) ამ პუნქტის დ”–თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის სახეების ნომენკლატურა (კოდიფიკაცია) განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ და აღინიშნება ლიცენზიაში.”;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. მედიკამენტების იმპორტზე – შემოტანილი მედიკამენტების ღირებულების 0,1%.”;

დ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე–37-ე პუნქტები:

23. სადაზღვევო საქმიანობაზე:

ა) სიცოცხლის დაზღვევა – 500 ლარი;

ბ) საპენსიო დაზღვევა (დამატებითი შემოსავლის დაზღვევა) – 500 ლარი;

გ) უბედური შემთხვევისაგან და ავადმყოფობისაგან დაზღვევა – 500 ლარი;

დ) სამედიცინო დაზღვევა – 500 ლარი;

ე) სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა – 500 ლარი;

ვ) საჰაერო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა – 500 ლარი;

ზ) საწყლოსნო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა – 500 ლარი;

თ) ტვირთების დაზღვევა – 500 ლარი;

ი) ყველა სახის ქონების დაზღვევა, გარდა ამ პუნქტის ე”–თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობებისა – 500 ლარი;

კ) ფინანსური რისკის დაზღვევა – 500 ლარი;

ლ) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 500 ლარი;

მ) გადამზიდველთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 500 ლარი;

ნ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა – 500 ლარი;

ო) ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის დაზღვევა – 500 ლარი;

პ) ყველა სახის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ამ პუნქტის ლ”–ო” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობებისა – 500 ლარი;

ჟ) გადაზღვევა – 500 ლარი.

24. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობაზე – 500 ლარი.

25. საბანკო საქმიანობაზე – 500 ლარი.

26. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობაზე – 50 ლარი.

27. საფონდო ბირჟის საქმიანობაზე – 2000 ლარი.

28. ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობაზე – 1000 ლარი.

29. ტირაჟიანი და უტირაჟო (მომენტალური), წამახალისებელი ლატარიების, ლოტოს, ტოტალიზატორის და სისტემური (ელექტრონული) თამაშების მოწყობისათვის – 1000 ლარი.

30. კაზინოების ექსპლუატაციაზე  – 1500 ლარი.

31. მომგებიანი სათამაშო აპარატების ექსპლუატაციაზე  – 1000 ლარი.

32. სათამაშო ბიზნესის სფეროში დაკავებულ ფიზიკურ პირთა საქმიანობაზე  – 100 ლარი.

33. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობაზე:      

ა) საინჟინრო-საძიებო სამუშაოები – 100 ლარი;

ბ) ქალაქთგეგმარება – 100 ლარი;

გ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი;

დ) სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი;

ე) სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება – 100 ლარი;

ვ) ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და სამელიორაციო ობიექტების დაპროექტება – 100 ლარი;

ზ) წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემებისა და ქსელების დაპროექტება – 100 ლარი;

თ) სამშენებლო-საპროექტო საქმიანობის ექსპერტიზა – 100 ლარი;

ი) ისტორიისა და კულტურის ძეგლების კონსერვაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ადაპტაცია – 200 ლარი;

კ) სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება – 200 ლარი;

ლ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;

მ) სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;

ნ) ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;

ო) საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა – 200 ლარი;

პ) სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;

ჟ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა – 200 ლარი;

რ) საკაბელო ხაზების, რადიო-სატელეფონო და სატელევიზიო-სარელეო ხაზების, რადიოსადგურების მშენებლობა – 200 ლარი;

ს) სპეციალური ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;

ტ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;

უ) ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა – 200 ლარი;

ფ) ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და კომუნიკაციების მონტაჟი და გასაშვებ-გამმართავი სამუშაოები­ – 200 ლარი.

34. მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოებაზე – 50 ლარი.

35. მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების შეკეთებაზე – 50 ლარი.

36. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისათვის – 1000 ლარი.

37. საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავებისათვის – 1000 ლარი.”.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ბ” ქვეპუნქტში სიტყვების ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის” შემდეგ დაემატოს სიტყვები 1998 წლის 10 აპრილის”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 სექტემბერი.

2405Iს