სს "ლიბერთი კონსუმერი"-ს აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების შესახებ

  • Word
სს "ლიბერთი კონსუმერი"-ს აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს"ლიბერთი კონსუმერი"
მიღების თარიღი 02/07/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
02/07/2012
ვებგვერდი, 02/07/2012
სს "ლიბერთი კონსუმერი"-ს აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების შესახებ
ს.ს"ლიბერთი კონსუმერი"
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

2012 წლის 2 ივლისი

 

სს „ლიბერთი კონსუმერის“ აქციონერთა საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ 2012 წლის 27 ივნისს დანიშნული ს.ს. „ლიბერთი კონსუმერის“ (შემდგომში „კომპანია“) აქციონერთა მორიგი საერთო კრება არ შედგა ვორუმის არარსებობის გამო. აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2012 წლის 24 ივლისს 17:00 საათზე. კომპანიის აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

 

1. საზოგადოების 2011 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;

2. დირექტორატის ანგარიში საზოგადოების 2011 წლის საქმიანობის შესახებ;

3. 2012 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.

 

2012 წლის 24 ივლისს აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:

 

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

 

1. დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგის“ მიერ აუდიტირებული კომპანიის 2011 წლის ფინანსური შედეგები.

 

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

 

2. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში კომპანიის 2011 წლის საქმიანობის შესახებ;

 

დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

 

3. არჩეულ იქნ ს „ერნსტ ენდ იანგი“ სს “ლიბერთი კონსუმერის” 2012 წლის შედეგების დამოუკიდებელ აუდიტორად .

 

კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ჩაჩავას ქუჩა 8 .

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 24 ივლისს 17:00 საათზე.

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნ 2012 წლის 13 ივლისიდან ს.ს. „ლიბერთი კონსუმერის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“ შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 74ა.