„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 127/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016393
  • Word
127/ნ
29/06/2012
ვებგვერდი, 02/07/2012
430210000.22.022.016393
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №127/ნ

2012 წლის 2 9 ივნისი

ქ. თბილისი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ბ:

მუხლი 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების (სსმ III, 05/02/2010, №14 , მუხ. 165, სარეგისტრაციო კოდი 430.230.000.22.022.014.168) პირველი პუნქტით დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. რეგულირების სფერო

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (შემდგომში – დაწესებულება) სხვა დაწესებულებაში გადასვლის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებასა (შემდგომში მობილობა) და მის ფარგლებში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში შიდა მობილობა) გადასვლის პროცედურას.“;

ბ) მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სტუდენტთა მობილობის და შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირება.“;

გ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ დაწესებულების მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით. შიდა მობილობის პროცესი უნდა დასრულდეს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე 2 დღით ადრე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი