განჩინება კოოპერატივი „ტყვიავი“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

  • Word
განჩინება კოოპერატივი „ტყვიავი“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/3-07
დოკუმენტის მიმღები გორის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 07/06/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/3-07
07/06/2012
ვებგვერდი, 02/07/2012
განჩინება კოოპერატივი „ტყვიავი“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
გორის რაიონული სასამართლო

საქმე #2/3-07

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2012 წლის 7 ივნისი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ლანა დემურიშვილი

გაკოტრების კრედიტორები: სსიპ „შემოსავლების სამსახური“ (წარმომადგენელი ნინო მუმლაძე-ბარავკოვი), ნიკოლოზ აკკერერი (წარმომადგენელი გიორგი ნასყიდაშვილი), ჭიჭიკო გურეშიძე (არ გამოცხადდა).

გაკოტრების მმართველი: სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ (წარმომადგენელი ნათია სახოკია).

განსახილველი საკითხი: გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის განხილვა და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 - მე-9, 42-ე მუხლებით,

დაადგინა:

დასრულდეს კოოპერატივ „ტყვიავის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 217873996) გაკოტრების საქმის წარმოება და სამეწარმეო რეესტრში გაუქმდეს კოოპერატივ „ტყვიავის“ რეგისტრაცია.

განიმარტოს, რომ დღეის მდგომარეობით, კოოპერატივ „ტყვიავის“ სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული და გასანაწილებლად დარჩენილი თანხა ან მის სახელზე რიცხული რაიმე ქონება არ არსებობს.

ამ განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა განხორციელდეს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ.

განჩინების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“.

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით პროცესის იმ მხარის მიერ, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელსაც უშუალოდ ეხება განჩინება მისი ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში გორის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. 30).

 მოსამართლე            . პაპუაშვილი