ვანის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.121.016056
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
28/06/2012
ვებგვერდი, 03/07/2012
210020010.35.121.016056
ვანის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/07/2012 - 10/11/2015)

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის 28 ივნისი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 მუხლი 1

 ვანის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;

ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 3 (სამი) ლარი;

გ) დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული მშენებლობა.

 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარი თვეში, სამ და მეტსულიან ოჯახზე არა უმეტეს 1,5 ლარისა;

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, 25 (ოცდახუთი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე;

გ) იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას, გადაიხდიან ერთ კუბურ მეტრზე 15 (თხუთმეტ) ლარს.

 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი ) ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ)სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე–კვარტალში 30 000 (ოცდაათიათასი) ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 000 (ათასი)ლარი;

ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე-კვარტალში 3 000 (სამიათასი) ლარი.

თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესის თანახმად.

 მუხლი 2

ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდევინება განისაზღვროს №1 და №2 დანართების მიხედვით დამტკიცებული ინსტრუქციით.

 მუხლი 3

 ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის „ე’’ და „ზ’’ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 მუხლი 4

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზ. გეგიძემ.

    მუხლი 5

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის №7 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 6

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. კაკაბაძე

დანართი 1

მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ ინსტრუქცია

    მუხლი 1. მოსაკრებლის გადამხდელი

მშენებლობის ( გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/ და იურიდიული პირი.

    მუხლი 2. მოსაკრებლის გადახდის ვადა

მოსაკრებლის გადახდის ვადაა გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/ და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე.

    მუხლი 3. მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი

მოსაკრებლის ამოღებას უზრუნველყოფს ვანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. კონტროლს ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

დანართი 2

ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ ინსტრუქცია

    მუხლი 1. მოსაკრებლის გადამხდელი

მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/ და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც ქალაქ ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

    მუხლი 2. მოსაკრებლის გადახდის ვადა

მოსაკრებლის გადახდა ხდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.

    მუხლი 3. მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი

მოსაკრებლის ამოღებას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. კონტროლს ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი.