„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.155.016086
20
29/06/2012
ვებგვერდი, 04/07/2012
210020010.35.155.016086
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2012 წლის 29 ივნისი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,

      წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება “წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში (ვებგვერდი, 18/05/2012; სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.155.016083) დადგენილების  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

   ,,4. დადგენილების შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს“

მუხლი 2
შევიდეს ცვლილება “წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში და დანართის 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

   ,,5. მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებელი ამოიღება ამ წესის შესაბამისად“.

მუხლი 3
შევიდეს ცვლილება “წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 მაისის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში და დანართის მე-4 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,მუხლი 4. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდიდან თავისუფლდება წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს და ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებთანაც არ ხდება ცენტრალიზებული დაგვა-დასუფთავება.“;

    ,,მუხლი 9. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

მოსაკრებლის გადახდევინებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება წალკის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს“.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაჩიტიძე