„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 26/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.132.016125
  • Word
35
26/06/2012
ვებგვერდი, 04/07/2012
210020010.35.132.016125
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქისბათუმის საკრებულოს

დადგენილება 35

2012 წლის 26 ივნისი

. ბათუმი

 „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმ­­მართველი  ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007 წ., გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დადგენილების მე-2 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე.ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სამორინეს თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 18 000 ლარი.“.

 ბ) დადგენილების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) „ე.თ“ ქვეპუნქტი:

 „ე.თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი აზარტული კლუბის თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 6 000 ლარი.“.

 გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის (ინსტრუქცია – ქ. ბათუმში სათამა­შო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამორინეს მაგიდა, აზარტული კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;“ .

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის (ინსტრუქცია – ქ. ბათუმში სათამა­შო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 18 000 ლარი;“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის (ინსტრუქცია – ქ. ბათუმში სათამა­შო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) „თ“ პუნქტი:

„თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი აზარტული კლუბის თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 6 000 ლარი.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის (ინსტრუქცია – ქ. ბათუმში სათამა­შო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       გ. კირთაძე