„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 26/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016121
  • Word
31
26/06/2012
ვებგვერდი, 04/07/2012
010260020.35.132.016121
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს

დადგენილება 31

201 2 წლის 26 ივნისი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1.

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში (სსმ V, 65, 17.12.2010, მუხ.1952) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები

სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ქ. ბათუმის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადება და დადგენილი წესით ხელმოსაწერად ქ. ბათუმის მერისადმი წარდგენა, რომლებიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა;

ბ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადება და დადგენილი წესით ხელმოსაწერად ქ. ბათუმის მერისადმი წარდგენა;

გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადება და დადგენილი წესით ხელმოსაწერად ქ. ბათუმის მერისადმი წარდგენა;

დ) დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ე) დადგენილი წესით უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების პროცესში ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;

ზ) მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება;

თ) კონკურსებისა და აუქციონების ორგანიზება ქალაქ ბათუმის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განსახორციელებლად;

ი) ქალაქ ბათუმის მოსახლეობის ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

კ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი, სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადებების შემუშავება მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის;

ლ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის მასალების მომზადება და გავრცელება ქ. ბათუმის ტერიტორიაზე;

მ) სემინარებში, კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩატარების ორგანიზება;

ნ) თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

ო) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვა;

პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება;

ჟ) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან;

რ) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა გადაწყვეტილებების და მერის სხვა დავალებების აღსრულება;

ს) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა

1. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემის ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. ბათუმის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებამდე და დადგენილი წესით ხელმოსაწერად ქ. ბათუმის მერისადმი წარდგენამდე, მათი ქალაქთმშენებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე საკითხს იხილავს ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი.

2. არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემის ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. ბათუმის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებამდე და დადგენილი წესით ხელმოსაწერად ქ. ბათუმის მერისადმი წარდგენამდე, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური აღნიშნული ეტაპის ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან სამი კალენდარული დღის განმავლობაში მათ განსახილველად უგზავნის ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორს, რომელიც არქიტექტურულ პროექტს, კონსტრუქციულ ან ტექნოლოგიურ სქემას ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტს იხილავს მათი ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ განსახილველად წარდგენიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღისა და ამავე ვადაში საქმის მასალებს უბრუნებს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს.

3. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემის ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისათვის, რაც ნიშნავს, რომ:

ა) თუ არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემა ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტი მოწონებულ იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს უფლება არ აქვს მოამზადოს მოწონებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემის ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ მოტივით, რომ ისინი არ შეესაბამება ქალაქთმშენებლობის მოთხოვნებს;

ბ) თუ არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემა ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტი მოწონებული არ იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს უფლება არ აქვს მოამზადოს ქ. ბათუმის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემის ან/და სამშენებლო დოკუმენტების პროექტის იმ ვარიანტის შეთანხმების თაობაზე, რომელიც მოწონებული არ იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ.

    მუხლი 5. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების პროცესში ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა

1. თუ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების საკითხის განხილვისას დადასტურდა, რომ სავალდებულოა განხორციელდეს ლეგალიზებას მოთხოვნილი ობიექტის მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები, ობიექტზე ან მის ნაწილებზე მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოების საკითხს იხილავს ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი.

2. თუ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების საკითხის განხილვისას დადასტურდა, რომ სავალდებულოა განხორციელდეს ლეგალიზებას მოთხოვნილი ობიექტის ან მისი ნაწილების მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური, ობიექტის ლეგალიზების თაობაზე ქ. ბათუმის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებამდე და დადგენილი წესით ხელმოსაწერად ქ. ბათუმის მერისადმი წარდგენამდე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან სამი კალენდარული დღის განმავლობაში საქმის მასალებს განსახილველად უგზავნის ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორს, რომელიც ობიექტის ან მისი ნაწილების მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქმის მასალების ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ განსახილველად წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა და ამავე ვადაში საქმის მასალებს უბრუნებს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს.

3. ობიექტის ან მისი ნაწილების მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისათვის, რაც ნიშნავს, რომ:

ა) ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური ვალდებულია უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზებით დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს ობიექტის ან მისი ნაწილების იმ მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოების შესრულება, რომელიც განსაზღვრული იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ;

ბ) თუ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზებით დაინტერესებული პირის მიერ სრულად იქნა შესრულებული ობიექტის ან მისი ნაწილების ის მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლებიც განსა-ზღვრული იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს უფლება არ აქვს მოამზადოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ მოტივით, რომ მის მიერ შესრულებული არ იქნა ობიექტის ან მისი ნაწილების მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები;

გ) თუ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზებით დაინტერესებული პირის მიერ სრულად არ იქნა შესრულებული ობიექტის ან მისი ნაწილების ის მოსაპირკეთებელი ან/და ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლებიც განსა-ზღვრული იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს უფლება არ აქვს მოამზადოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების თაობაზე ქ. ბათუმის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ დაუსრულებელი უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის არქიტექტურული პროექტის შესაბამისად მშენებლობის დასასრულებლად ვადის განსაზღვრის თაობაზე ქ. ბათუმის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებამდე, არქიტექტურული პროექტის ქალაქთმშენებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი.

5. არქიტექტურული პროექტის შეთანხმებამდე, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური აღნიშნული ეტაპის ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან სამი კალენდარული დღის განმავლობაში მათ განსახილველად უგზავნის ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორს, რომელიც არქიტექტურულ პროექტს იხილავს მათი ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ განსახილველად წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა და ამავე ვადაში საქმის მასალებს უბრუნებს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს.

6. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ არქიტექტურული პროექტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისათვის, რაც ნიშნავს, რომ:

ა) თუ არქიტექტურული პროექტი მოწონებული იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს უფლება არ აქვს მოამზადოს მოწონებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობის დასრულების ვადის განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ მოტივით, რომ იგი არ შეესაბამება ქალაქთ-მშენებლობის მოთხოვნებს;

ბ) თუ არქიტექტურული პროექტი მოწონებული არ იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს უფლება არ აქვს მოამზადოს ქ. ბათუმის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობის დასრულების ვადის განსაზღვრის თაობაზე არქიტექტურული პროექტის იმ ვარიანტის შესაბამისად, რომელიც მოწონებული არ იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ს.

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ს.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      გ. კირთაძე