დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 30 ივნისის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070030000.22.027.016322 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №110
2012 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
„კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 30 ივნისის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 30 ივნისის №121 ბრძანებაში (სსმ III, 30.06.2009, №80, მუხ. 871) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესყიდვების სამსახურმა უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ( კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა და აღწერილობა):
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში - აღსრულების ეროვნული ბიურო) მიერ გასაცემი კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) წარმოადგენს ცარცის 300 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია შინდისფერი ფერის 4 ფორმის ერთფურცლიან მოწმობას.
2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“, ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“, სალიცენზიო მოწმობის დასახელება და გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემები: სალიცენზიო მოწმობის ნომერი, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ლიცენზიის მფლობელის სამუშაო ადგილის მისამართი, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გამცემი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი.“;
ბ) მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) მოწმობის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას: ,,აღსრულების ეროვნული ბიურო, სალიცენზიო მოწმობა“, აღსრულების ეროვნული ბიუროს ემბლემას და ექსკლუზიურ ნომერს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს;“ .
3. ბრძანების №1 დანართით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით .
4. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი):
ა) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებელზე გასაცემი სააღსრულებო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის დამზადების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო სალიცენზიო მოწმობის გამოყენებას, რეგისტრაციასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე.“;
ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სალიცენზიო მოწმობის დამზადება წარმოებს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეკვეთის საფუძველზე. სალიცენზიო მოწმობის ფორმის შეკვეთას აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.“;
გ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სალიცენზიო მოწმობა ინახება მის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.“;
დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სალიცენზიო მოწმობის შევსება წარმოებს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიულ სამსახურში.“;
ე) მე-6 პუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გაცემული სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატი.
2. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ლიცენზიის მფლობელმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მიღების საფუძველი;
ბ) სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
აღსრულების ეროვნული ბიურო
კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის
ს ა ლ ი ც ე ნ ზ ი ო მ ო წ მ ო ბ ა
სალიცენზიო მოწმობის ნომერი: ––––––––––––----–––––––––––––––--------––––
ლიცენზიის გაცემის თარიღი: ---–––––-––––––––––––––––––––––––––---------––
ლიცენზიის მფლობელი: --–––––––––––––––––––––––––––––––––––––------––––
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ლიცენზიის მფლობელის სამუშაო ადგილის მისამართი: ------------------ –––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა: -------------------––––––––––-----------
-----------------------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
-----------------------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
-----------------------------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ლიცენზიის გამცემი პირის თანამდებობა --------------––––––––––-----------------
(სახელი, გვარი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ლიცენზიის გამცემი თანამდებობის პირის ხელმოწერა
ბ.ა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები