საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი №6571-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016051
  • Word
№6571-რს
28/06/2012
ვებგვერდი, 28/06/2012
010190020.04.001.016051
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანულ კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge ), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.“.

2.  39-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;

ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;

გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა;

დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;

ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.

6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება ცესკოში. ამასთანავე, ცესკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა.“.

3. მე-40 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას ადგენს ცესკო განკარგულებით.“.

4. 45 -ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.“.

5. 46-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე , კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების , სასამართლოების , პროკურატურის , სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში , აგრეთვე საგზაო ნიშნებზე .“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად . სტენდი უნდა იყოს იმ ზომის , რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით . დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა , ჩამოხევა , დაფარვა ან დაზიანება , თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული .“.

6. 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო უბანზე მყოფი წარმომადგენლებისაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში. ამასთანავე, ამ წარმომადგენელთა წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც წილისყრით გამოვლენილი მთვლელები არიან.“.

7. 111-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის ქართული ენა.“.

8. 184-ე მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის დასაზუსტებლად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები 2012 წლის 15 ივლისს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები − ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადებში საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას;

ბ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივლისისა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასა და ცესკოს გადასცემენ მონაცემებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების იმ ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;

გ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო 2012 წლის 15 ივლისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას გადასცემს მონაცემებს საარჩევნო უფლების მქონე იმ პირთა შესახებ, რომელთაც ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული;

დ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასა და ცესკოს გადასცემენ ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 −93  პუნქტები:

„91 . ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნულ სიაში, ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“, იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომლის საზღვარგარეთ ყოფნა დასტურდება იმავე მისამართზე რეგისტრირებული პირის განცხადებით, შეიტანება ჩანაწერი „არის საზღვარგარეთ“. ამ პუნქტით განსაზღვრული ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს ამ კანონით დადგენილი ზოგადი წესით.

92 . ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნულ სიაში, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით, განსხვავებული ჩანაწერით − „რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია“ − შეყვანილი იქნებიან ამომრჩევლები:

ა) რომელთა რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება იმავე მისამართზე რეგისტრირებული პირის განცხადებით;

ბ) რომელთა რეგისტრაცია გააუქმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

93 . ამ მუხლის 92  პუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმას აძლევენ ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ასეთი ამომრჩევლები საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილ და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ამომრჩეველთა სიების ვერსიებში შეყვანილი იქნებიან ანბანურად დალაგებული სიების შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. 2012 წლის 1 აგვისტოდან არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-14 დღისა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესულ განცხადებებს საარჩევნო ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ გადასცემს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას. კომისია ვალდებულია საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული ან პირდაპირ კომისიაში ამ პუნქტით დადგენილ ვადებში წარმოდგენილი განცხადების თაობაზე განცხადების შესვლიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ აცნობოს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომლის საფუძველზედაც სათანადო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის განკარგულებას, რომელიც საჩივრდება ამ კანონით დადგენილი წესით (გარდა ამ მუხლის 111  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) .“;

დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111  და 112  პუნქტები:

„111 . 2012 წლის 1 აგვისტოდან ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამ მუხლის 91  და 92  პუნქტებით გათვალისწინებული ჩანაწერების შეტანისათვის დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას არა უგვიანეს 2012 წლის 1 სექტემბრისა. საარჩევნო ადმინისტრაცია განცხადებას დაუყოვნებლივ გადასცემს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას. კომისია ვალდებულია საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული ან პირდაპირ კომისიაში ამ პუნქტით დადგენილ ვადებში წარმოდგენილი განცხადების თაობაზე განცხადების შესვლიდან 14 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ აცნობოს საარჩევნო ადმინისტრაციას.

112 . ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრები და რეგიონალური წარმომადგენლობების უფროსები უფლებამოსილი არიან, არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-14 დღის შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელონ ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონიტორინგი ნებისმიერ დროს, მათ შორის, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე.“;

ე) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის უფლებამოსილების ვადაა 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1851  მუხლი:

    „მუხლი 1851 . საარჩევნო უფლება გარდამავალ პერიოდში

1.  2014 წლის 1 იანვრამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და საქართველოს კონსტიტუციის 1044  მუხლის ამოქმედების მომენტისათვის აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირზე სრულად ვრცელდება ამ კანონით და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მინიჭებული/დაკისრებული აქვს საქართველოს მოქალაქეს.

3.  ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ნაცვლად ამ მუხლით გათვალისწინებული პირი იყენებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტს.

4. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია უფლებამოსილია ამომრჩევლად დაარეგისტრიროს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული პირი რეგისტრირდება საქართველოში მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს წარდგინების ან საკუთარი განცხადების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 28 ივნისი.

№6571-რს