„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 01/148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016017
  • Word
01/148
26/06/2012
ვებგვერდი, 29/06/2012
040030000.22.055.016017
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება 01/148

2012 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის №52 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:  

 მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 აპრილის №52 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27.04.2012 წ. , ს/კოდი 040030000.22.055.016015) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულებაში (შემდგომში დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  21 პუნქტი :

 „21. ცენტრს უფლება აქვს შემოიღოს როგორც ერთჯერადი, ისე არაერთჯერადი ფასიანი მომსახურება (მათ შორის, ცენტრის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის ფართში სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვისათვის), რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
 „თ1) ამტკიცებს ამ დებულების მე-2 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურების განაკვეთებს“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ვ. ვარძელაშვილი