მსჯავრდებულის მიერ ადგილსამყოფელის დროებით შეცვლისას რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის შესახებ

მსჯავრდებულის მიერ ადგილსამყოფელის დროებით შეცვლისას რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016122
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
97
26/06/2012
ვებგვერდი, 29/06/2012
100110000.22.038.016122
მსჯავრდებულის მიერ ადგილსამყოფელის დროებით შეცვლისას რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/06/2012 - 20/05/2016)

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება № 97

2012 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

მსჯავრდებულის მიერ ადგილსამყოფლის დროებით შეცვლისა ს რეგისტრაციის საფასურის განსაზღვრის შესახებ

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ ს აქართველოს კანონის 141 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

1. დადგენილი რეჟიმის შესაბამისად, პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადების დროისათვის, მის მიერ ადგილსამყოფლის დროებით შეცვლისას, მსჯავრდებული შესაძლებელია გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს შესაბამის პრობაციის ბიუროში თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობით სარგებლობისათვის მსჯავრდებული წერილობითი განცხადებით მიმართავს საქმისმწარმოებელ პრობაციის ბიუროს ადგილსამყოფლის დროებით შეცვლამდე არა უგვიანეს წინა სამუშაო დღისა.

3. განცხადებაში სავალდებულოა მიეთითოს ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის ვადა და პრობაციის ის ბიურო, სადაც ამ პერიოდში , დადგენილი რეჟიმის მიხედვით , მსჯავრდებული გაივლის რეგისტრაციას.

4. განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი, რის შესახებაც ეცნობება მსჯავრდებულს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის ა.

5. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ მსჯავრდებული წარმოადგენს ამ ბრძანების მე-6 პუნქტით დადგენილ შესაბამის, საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე.

საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ მსჯავრდებულს გადაეცემა დროებითი სარეგისტრაციო ნებართვა.

6. მსჯავრდებულის დროებითი რეგისტრაციის საფასური განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ერთ თვემდე ვადით – 20 ლარი;

ბ) სამ თვემდე ვადით – 50 ლარი.

7. მსჯავრდებული, მიღებული დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის გამოუყენებლობის შემთხვევაში, რეგისტრაციას გადის დადგენილი რეჟიმის მიხედვით, პრობაციის ძირითად საქმისმწარმოებელ ბიუროში.

8. გაცემული დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე