„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 229
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240060.10.003.016902
  • Word
229
25/06/2012
ვებგვერდი, 28/06/2012
010240060.10.003.016902
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №229

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების , ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების , ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის :

1. მე‑2 მუხლის:

ა) პირველი და მე‑2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 . საქართველოს მოქალაქის 32 -გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან :

) მე -10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 35 ლარი;

) მე -5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 25 ლარი;

) მე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 55 ლარი;

) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 125 ლარი;

) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 170 ლარი .

2 . საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან :

) მე -10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 100 ლარი;

) მე -5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

) მე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 90 ლარი;

) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 105 ლარი .“;

ბ) მე‑5 და მე‑6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5 . საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის , საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან :

) მე -10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 30 ლარი;

) მე -5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი;

) მე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;

) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 35 ლარი .

6 . საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის , საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადის შეტანიდან :

) მე -10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

) მე -5 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;

) მე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი;

) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური 25 ლარი;

) იმავე დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი .“;

გ) 27‑ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. უცხოელისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისათვის:

ა) მომსახურების საფასური 50 ლარი, თუ იგი განაცხადს წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნისას ან კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში;

ბ) მომსახურების საფასური 180 ლარი, თუ იგი განაცხადს წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ 10 დღიდან 3 თვემდე პერიოდში;

გ) მომსახურების საფასური 360 ლარი, თუ იგი განაცხადს წარადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვის შემდეგ;

დ) მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება:

დ.ა) ავადმყოფობის ან მშობიარობის შემთხვევაში, თუ, ექიმის დასკვნით, პირის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას;

დ.ბ) თუ გადაულახავი წინააღმდეგობის ან გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ან სხვა საპატიო მიზეზით პირს არ შეუძლია საქართველო დატოვოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ნებართვით განსაზღვრულ პერიოდში;

დ.გ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთისას პირი იძულებული ხდება გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 72 საათზე მეტი დროით;

დ.დ) თუ გადავადების ინიციატორი საქართველოს სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა.“;

დ) 38‑ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. საქართველოს მოქალაქის პირადობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის შექმნა – მომსახურების საფასური 10 ლარი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი გაიცემა განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

2. მე‑2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 45‑ე პუნქტი:

„45. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი.“.

3. მე‑3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა ) საქართველოს მოქალაქის 32 -გვერდიანი პასპორტის , საზღვარგარეთ მყოფ პირზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის მომსახურების საფასური 205 ლარი;“.

4. 31 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გაცემისათვის საფასურები გადაიხდევინება ამ დანართის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული განაკვეთებით;“.

5. მე‑4 მუხლის მე‑7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7 . საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მე -80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის მომსახურების საფასური 170 აშშ დოლარი .“.

6. მე‑4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი:

„92. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ დასკვნის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – მომსახურების საფასური 30 აშშ დოლარი.“.

7 . მე -8 მუხლის 102 და 103 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„102 . პირადობის (ბინადრობის ) ელექტრონული მოწმობის პირველად აღების შემთხვევაში პირები , რომლებიც პირადობის (ბინადრობის ) ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებული არიან , როგორც საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები , რომლებსაც არ აქვთ შეჩერებული სტუდენტის სტატუსი , თავისუფლდებიან :

) ამ დანართის მე -2 მუხლის მე -5 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 10 ლარით;

) ამ დანართის მე -2 მუხლის 35 - პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან .

103 . სტუდენტები , რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის ) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“ და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით , თავისუფლდებიან :

) ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის (გარდა მე -2 მუხლის მე -13 და 35 - პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისა ) გადახდისაგან 10% -ით;

) ამ დანართის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% -ით.“.

8 . მე -8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -19 პუნქტი :

„19 . ამ დანართის მე‑2 მუხლის 41‑ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი , რომელმაც უფლებამოსილ ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადება წარუდგინა 2012 წლის 10 მაისის ჩათვლით . .

მუხლი 2 . ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე‑2, მე‑3 და მე‑4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე‑2, მე‑3 და მე‑4 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 27 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი            . გილაური