„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016897
  • Word
224
25/06/2012
ვებგვერდი, 28/06/2012
470230000.10.003.016897
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

  სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის ა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის ა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/03/2012, 470230000.10.003.016788 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღჭურვის კომპონენტი მოიცავს:

ა) 1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვასა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებებს, 1 რეანომობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვას;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნას, შესაბამისი პროგრამული ლიცენზიების და საჭირო მომსახურებების შესყიდვას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვერული ცენტრის რესურსების გასაზრდელად შესაბამისი ტექნიკის და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვას.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა, გარდა ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებებისა, განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხოლო ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებების შესყიდვა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა, გარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვერული ცენტრის რესურსების გასაზრდელად შესაბამისი ტექნიკის და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვისა, განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო სამინისტროს სერვერული ცენტრის რესურსების გასაზრდელად შესაბამისი ტექნიკის და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვის ღონისძიებები – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

4. მე‑5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 20 800.0 ათასი ლარით.

2. პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით, წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება

(ათასი ლარი)

1

სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი

10,639.0

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოები

6,389.0

ბ)

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა

4,250.0

2

აღჭურვის კომპონენტი

9,609.0

ა)

1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებები, 1 რეანიმობილის და 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვა

809.0

ბ)

ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი პროგრამული ლიცენზიების და საჭირო მომსახურებების შესყიდვა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვერული ცენტრის რესურსების გასაზრდელად შესაბამისი ტექნიკის და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა

8,800.0

3

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

370.0

 

ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპლექსის, საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება

370.0

4

ადმინისტრირების კომპონენტი

182.0

 

სულ:

20,800.0“.

 

უხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური