„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 125/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016390
  • Word
125/ნ
27/06/2012
ვებგვერდი, 27/06/2012
430010000.22.022.016390
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №125/ნ

2012 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის 19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,   ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის 19/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016055) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“    22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

,,6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე, მინისტრი გასცემს თანხმობას სპეციალური საგან მანათლებლო საჭიროების მქონე აბიტურიენტებისათვის (სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების, მკვეთრად გამოხატული ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე პირები)  ტესტირების პროცედურის განსხვავებული წესით ჩატარების შესახებ.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტებისათვის ტესტირების პროცედურის განსხვავებულ წესს ადგენს ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდთან ერთად და გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი