დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.151.016100 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2012 წლის 26 ივნისი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის, „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილი გზების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №220 დადგენილებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა (დანართი №1).
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №52 დადგენილება.
მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობს საავტომობილო გზების ნუსხა
| ინდექსი | ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის დასახელება | საერთო სიგრძე (კმ) |
| ა-1 | ს–3–დან სოფ.გველეთის სასაზღვრო ბაზამდე | 4,8 |
| ა-2 | ა– 1 –დან სოფ. გველეთის ალპურ ბანაკამდე | 0,8 |
| ა-3 | ს – 3 –დან იოანე ნათლიმცემლის სალოცავამდე | 2 , 5 |
| ა-4 | ს – 3 –დან სოფ, ცდომდე | 1 ,5 |
| ა-5 | ს – 3 – დან მდ. ჩხერის მიმდებარე (ფშანის სათიბებამდე) | 1 ,7 |
| ა-6 | ა – 5 –დან სტეფანწმინდის წყლის სათავე ნაგებობამდე | 3 ,2 |
| ა-7 | შ –146 –დან სამების ეკლესიის ფერმამდე | 0 ,7 |
| ა-8 | შ – 146 –დან ახადეს წყლის სათავე ნაგებობამდე | 5 . 4 |
| ა-9 | სტეფანწმინდის ქუჩიდან (თარგმნის უბანი) – ელიის ეკლესიამდე | 1 , 7 |
| ა-10 | ყუროს ქუჩიდან – იოანე ნათლისმცემლის სალოცავამდე | 4.1 |
| ა-11 | ს – 3 –დან ბახტრის სალოცავამდე (თამარის ციხის გავლით) | 3 , 0 |
| ა-12 | შ – 146 – დან ა-8-მდე | 1,3 |
| ა-13 | შ – 147 –დან სოფ, სნომდე (შემოვლითი გზა) | 2 , 6 |
| ა-14 | სნოს ხიდიდან სნოს სასაფლაოებამდე | 0,6 |
| ა-15 | შ – 147 – დან ყოფილ ფერმებამდე | 1,3 |
| ა-16 | შ – 147 – დან სოფ. ახალციხემდე (შემოვლითი ცზა ) | 2,3 |
| ა-17 | შ – 147 – დან სოფ. ახალციხის ეკლესიამდე | 0,4 |
| ა-18 | შ – 147 – დან სოფ, ქოსელთამდე | 0,4 |
| ა-19 | შ – 147 – დან სოფ. ართხმომდე | 4,6 |
| ა-20 | სოფ. სნოს შიდა გზები | 2,5 |
| ა-21 | სოფ. აჩხოტის შიდა გზები | 3,7 |
| ა-22 | ს –3– დან – სოფ.გაიბოტენის, თოთის და ძველი არშის გზები | 2,8 |
| ა-23 | ა – 22 დან – შ –146 – მდე (გაიბოტენი,ფანშეტი, გერგეტის ქვემო უბანი) | 5,4 |
| ა-24 | ს – 3 დან – სოფ. გარბნამდე (მთის ძირზე) | 2,8 |
| ა-25 | ფანშეტის ხიდი (თერგზე) – ვეძამდე | 1,7 |
| ა-26 | ს –3 – დან – სოფ. სიონის საბავშვო ბაღამდე | 0,3 |
| ა-27 | ს –3 – დან – სოფ. სიონის ცენტრამდე | 0,8 |
| ა-28 | ს – 3 დან – სოფ. სიონის ბანაკამდე | 1,7 |
| ა-29 | ა – 28 დან – ცლოვანამდე | 2,9 |
| ა-30 | ა – 26 დან – ღარცევამდე (კობათ უბანზე) | 2,1 |
| ა-31 | სოფ. სიონის შიდა გზები | 4,1 |
| ა-3 2 | ს – 3 – დან –სოფ, გორისციხის ვეძამდე | 1,3 |
| ა-33 | ა – 32 – დან – სოფ. ტყარშეტამდე (ზემო უბანი) | 2,7 |
| ა–34 | ა–33 –დან –სოფ.ფხელშემდე | 1,9 |
| ა–35 | ა–34–დან –ხურთისამდე | 2,3 |
| ა–36 | სოფ. ხურთისის შიდა გზა | 1,5 |
| ა–37 | ს–3–დან –სოფ,ყანობის გზის ფრაგმენტი (ხიდამდე) | 0,7 |
| ა–38 | ა–37–დან–ვაცის ხევის ხიდამდე | 0,3 |
| ა–39 | ა–38–დან –სოფ. ყანობის საძოვრებამდე | 5,1 |
| ა–40 | სოფ ყანობის შიდა გზები | 0,7 |
| ა–41 | ა–39–დან – სოფ ხურთისის ხევამდე | 1,8 |
| ა–42 | ს–3–დან –სოფ.უხათამდე | 1,5 |
| ა–43 | ს–3–დან –სოფ. კობის ეკლესიასთან | 0,2 |
| ა–44 | ს–3–დან –თრუსოს ხეობის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები | 46,0 |
| ა–45 | ს–3–დან – სოფ. ერეთოსთან (განისის გავლით) | 6,7 |
| ა–46 | სოფ.ქუმლისციხის შიდა გზა | 1,1 |
|
|
|
|
|
| სულ | 145,7 |
შენიშვნა: „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულების შესაბამისად, ს-3 წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფერდერაციის საზღვარი) მონაკვეთს, შ-147 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სნო-ახალციხე-ჯუთის მონაკვეთს, ხოლო – შ-146-სტეფანწმინდა-სამების ეკლესიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები