„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016056
  • Word
13
27/06/2012
ვებგვერდი, 29/06/2012
010250020.35.125.016056
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №13

2012 წლის 27 ივნისი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ოქტომბრის 15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად , ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შეტანილი იქნა ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ოქტომბრის 15 დადგენილებით (www. Matsne.gov.ge 05.11.2011 წ.) დამტკიცებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის, მეორე პუქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

2. „საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 7 და არა უგვიანეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარებიდან 2 წელს. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუქციონზე დასახელებულ მუნიციპალიტეტის ქონების საბოლოო საფასურს, ხოლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში“ .

    მუხლი 2

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიას (ზ. ობოლაძე).

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი       . ლომიძე