დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 514 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 120090000.08.002.016534 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №514
2012 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულების (სსმ III, 2006 წ., №19, მუხ.223) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლის:
ა.ა) ,,გ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამხედრო ძალებში.“ შეიცვალოს სიტყვებით: „შესაბამის სამთავრობო დაწესებულებაში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში;“;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საქართველოს სამხედრო ძალების ოფიცერთა შემადგენლობა არის“;
ა.გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) დისციპლინური წელი – მსმენელთათვის უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დაწყებიდან ძირითადი კურსის დასრულებამდე პერიოდი, აგრეთვე სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მსმენელებისათვის ყოველი სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ერთეულში გადაადგილებამდე პერიოდი, ხოლო დანარჩენ მსმენელთათვის (კაპიტნის საკარიერო კურსები, სპეციალიზაციის კურსები და სხვ.) სწავლის დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდი;“;
ა.დ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წესდების მოქმედება ვრცელდება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე მის საზღვრებს გარეთ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.”;
გ) მე-8 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,3. პროფესიული განვითარების კურსებზე მივლინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურეებზე მივლინების პერიოდში ვრცელდება მსმენელებზე მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამ პირებზე უნდა გავრცელდეს საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურეებზე მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომები.“;
დ) 179-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 179. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის დადგენილი ნორმატივების შეუსრულებლობა
ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი საცეცხლე ნორმატივების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს ან ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ექვს თვემდე ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.“;
ე) 218-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 218. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის დადგენილი ნორმატივების შეუსრულებლობა
ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი საცეცხლე ნორმატივების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს ან ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ექვს თვემდე ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.‘‘;
ვ) 219-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 219. დისციპლინური საქმეების განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოები
(თანამდებობის პირები)
დისციპლინურ საქმეებს განიხილავენ:
ა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოები;
ბ) სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი იმ სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის სამთავრობო დაწესებულების სისტემაში (მათ შორის, შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში);
გ) სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი);
დ) სამთავრობო დაწესებულებაში შექმნილი სამანდატო კომისიები.“;
ზ) 220-ე-222-ე მუხლები ამოღებულ იქნეს;
თ) 224-ე მუხლის:
თ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გაუთვალისწინებელ დისციპლინურ საქმეს განიხილავს სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური გადაცდომისათვის ამ წესდებით გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – ადმინისტრაციული პატიმრობა. უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) შეიძლება განისაზღვროს როგორც უშუალოდ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, აგრეთვე აღნიშნული აქტის საფუძველზე უფლებამოსილი პირის მიერ.”;
თ.ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ი) 225-ე - 2274 მუხლები ამოღებულ იქნეს;
კ) 228-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 228. სამანდატო კომისია
1. სამთავრობო დაწესებულების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (მათ შორის, გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და ჯარის სახეობის სამანდატო კომისიები იქმნება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ბრძანებით.
2. ბრიგადის (I რანგის გემის), ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის), ბატალიონის (III რანგის გემის) და ცალკეული ასეულის (IV რანგის გემის) სამანდატო კომისია იქმნება სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ან შესაბამისი ჯარის სახეობის ხელმძღვანელის (სარდლის) ბრძანებით.
3. სამანდატო კომისია დაქვემდებარების მიხედვით განიხილავს ამ წესდების 224-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დისციპლინურ საქმეებს და გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელს. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სამანდატო კომისიაზე განუხილველად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“;
ლ) 229-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები