აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • Word
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 26/06/2012
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016012
  • Word
2
26/06/2012
ვებგვერდი, 28/06/2012
010240010.30.060.016012
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის კანონი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად  გამოცხადების თაობაზე

მუხლი 1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შესახებ’’ 2005 წლის 1 ივლისის აფხაზეთის კანონი (,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე’’ №14 , მუხლი 63, 08.07.2005 წ.);

ბ) ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ 2004 წლის 27 ივლისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი (,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე’’ №2, მუხლი 3, 03.08. 2004 წ.);

გ)  ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ’’ 2004 წლის 27 ივლისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი (,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე’’ №2, მუხლი 4, 03.08.2004 წ.).

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური

რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე                გ. ბარამია

. თბილისი,

№2. 2012  წლის 26 ივნისი