დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 509 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110000.08.002.016533 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №509
2012 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვები: „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ შეიცვალოს სიტყვებით: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ბ.ა) პირველი მუხლის:
ბ.ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.”;
ბ.ა.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების სა ნოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა. 18 წლამდე პირისთვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან წერილობითი თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით. 18 წლამდე პირთა საკითხი ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია განხილულ იქნეს აგრეთვე აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.“;
ბ.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 2. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები
1. დროებითი ბინადრობის ნებართვა არა უმეტეს 6 წლით შეიძლება მიეცეს საქართველოში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენის მსურველ იმ უცხოელს, რომელიც:
ა) საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას (მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანს);
ბ) საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;
გ) მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;
დ) არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;
ე) იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ვ) არის საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია.
2. პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, გაიცემა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 3 წლის ვადით.“;
ბ.გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები
1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:
ა) უცხოელს, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათ თან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;
ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, შვილიშვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;
გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებსა და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს;
დ) პირს, რომლის მიმართაც რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიამ ან კომისიის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქონებრივი რესტიტუციის, ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების დაბრუნების ან ქონებრივი ზიანის კომპენსაციის შესახებ;
ე) პირს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ვ) უცხოელს, რომელიც საქართველოში საკუთრების უფლებით ფლობს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას ან რომელსაც ამავე ოდენობის ფულადი თანხა განთავსებული აქვს საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ;
ზ) უცხოელს, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამ პუნქტის მიზნებისთვის ოჯახის წევრებად ჩაითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი (შვილობილი) და სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი. ოჯახის სხვა წევრებზე (მშობელი, შვილიშვილი, მშვილებელი) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოში დამატებით 10 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების ან ამავე ოდენობის ფულადი თანხის საქართველოს საბანკო დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში.
3. პირზე, რომელსაც დაუდგინდა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, გაიცემა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, თუ:
ა) 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხს ნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;
ბ) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით.“;
ბ.დ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელი საბუთი:
გ.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;
გ.ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის ნათესაური კავშირი შეიძლება ასევე დადასტურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტით), შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა;
გ.დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავი ქონები ს საკუთრების უფლებით ფლობი ს დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა საქართველოს საბანკო დაწესებულებიდან , რომელიც ადასტურებს უცხოელის პირად ანგარიშზე არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ფულადი თანხის არსებობას;
გ.ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უცხოელის მიერ არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) უცხოელის და/ან მისი საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების მქონე ნათესავის ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც თვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის – საქართველოში განსაზღვრულ საპენსიო მინიმუმზე ნაკლები; შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული ამ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხა;“;
ბ.ე) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის განცხადებას დამატებით უნდა ერთოდეს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა), ხოლო უცხოელის მშობლის , შვილიშვილის ან მშვილებლისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემისას აგრეთვე 10 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის ან საქართველოს საბანკო დაწესებულებაში არანაკლებ ამავე ოდენობის ფულადი თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
12. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მოსაპოვებლად, პირებს არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა.“;
ბ.ვ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. პირმა, რომელსაც შეუწყდა ლტოლვილის სტატუსი და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვებისათვის უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პირისათვის ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის ფაქტს, პირის ვინაობას, მოქალაქეობას და ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას.”;
ბ.ზ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები