დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016385 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №119/ნ
2012 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანების (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764 , სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.878) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და II1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II 1
სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენისა და განხილვის წესი
მუხლი 221. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება
მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.
მუხლი 222. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.
2. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge გამოყენებით.
მუხლი 223. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა
1. მასწავლებლობის კანდიდატი სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.
2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;
ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;
გ) საპრეტენზიო განაცხადის წარმდგენი პირის ვინაობა;
დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;
ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში, განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე ;
ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.
3. სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
4. სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
მუხლი 224. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის საფასური
1 . ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
2 . მასწავლებლობის კანდიდატს სპეციალური პროგრამა არ მისცემს საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შევსების საშუალებას , თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.
3. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.
4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, მასწავლებლობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.
მუხლი 225. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა
1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდის დღეს 21 საათამდე ამ წესის 222 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება ცენტრს, ხოლო ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო კომისიისათვის.
2. მასწავლებლობის კანდიდატი ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ წესის 222 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით , საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.
მუხლი 226. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში, ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. სასერტიფიკაციო გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას დაცული უნდა იყოს ნაშრომის კონფიდენციალურობა.
მუხლი 227. საპრეტენზიო კომისია
1. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საპრეტენზიო კომისიას, სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას ცენტრის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.
3. მასწავლებლობის კანდიდატის მიერ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების სისწორეს განიხილავს საგნობრივი ქვე კომისია, რომლის წევრებ ის ანონიმუ რობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
4. საპრეტენზიო კომისიას/საგნობრივ ქვეკომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.
5. საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის/ტესტების შედგენაში ან არის მიმდინარე წლის სასერტიფიკაციო გამოცდების ნაშრომების გამსწორებელი.
მუხლი 228. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობა
1. საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის სხდომებს უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ½.
4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
მუხლი 229. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა საპრეტენზიო კომისიის მიერ
1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) მასწავლებლობის სხვა კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მასწავლებლობის კანდიდატისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
2. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მუხლი 2210. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება
1. საპრეტენზიო კომისია ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში.
2. ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სპრეტენზიო კომისია ნაშრომს გასასწორებლად გადასცემს ცენტრს, რომელიც ნაშრომის გასწორებისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის ცენტრს გადაწყვეტილებას.
5. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მასწავლებლობის კანდიდატს.
მუხლი 2211. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა
1 . სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ ქვეკომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი ქვეკომისია უფლებამოსილია იმსჯელოს საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და 10 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მასწავლებლობის კანდიდატისათვის ქულის მომატების შესახებ;
ბ) მასწავლებლობის კანდიდატისათვის ქულის დაკლების შესახებ;
გ) მასწავლებლობის კანდიდატის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.
3. საგნობრივი ქვეკომისია ამ მუხლი მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას გადასცემს საპრეტენზიო კომისიას.
მუხლი 2212. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება
1. საპრეტენზიო კომისია ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
2. საპრეტენზიო კომისია ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საგნობრივი ქვეკომისიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებას ამტკიცებს 10 დღის ვადაში.
3 . საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება ცენტრში.
4 . საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.’’.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა . სეფერთელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები