დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 505 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.08.002.016531 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №505
2012 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში ცვლილე ბის შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივნისის №317 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 110614013, 14/06/2011) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების დანართის მე-9 პლანშეტის აღწერილობას დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ პლანშეტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჟილეტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებშიც, ამ ბრძანებულების 11 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები