დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2617 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 23/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016099 |
შემოსავლების ს ამსახურის უფროსის
ბრძანება № 2617
2012 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა.ა) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დათვალიერებაზე დეკლარანტის ან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა უფლებამოსილი პირის ან მათი წარმომადგენლის დასწრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შესაბამის პირს ეგზავნება ელექტრონული შეტყობინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დათვალიერება ხორციელდება სკანერის მეშვეობით, ან ხორციელდება აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის დათვალიერება.“;
ა.გ) 44-ე მუხლის:
ა.გ.ა) 121 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ციფრი „5“ – როდესაც ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე და დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს წარუდგენს გაფორმების დეპარტამენტს სამუშაო დროს.“;
ა.გ.ბ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. გრაფა 20 “მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მეორე განყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი).“;
ა.დ) 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 56. საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმება
საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციაში მითითებულია ასეთი შეღავათებით სარგებლობის შესახებ. ამისათვის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ამოწმებს სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილ დოკუმენტებს, რაც აუცილებელია შეღავათების მისაღებად საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურებისათვის (წარმოშობის სერტიფიკატი) და რაც წარმოადგენს საგადასახადო შეღავათების გავრცელების საფუძველს (საქონლისათვის ჰუმანიტარული ან გრანტის სტატუსის მინიჭება და სხვა).“;
ა.ე) 59-ე მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. დეკლარაცია და სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტები ინახება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ა.ვ) 61-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მე-13 გრაფაში მიეთითება გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილი სხვა დოკუმენტების რეკვიზიტები. იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი წარმოადგენს ოქროს სიის მონაწილეს და სარგებლობს გადასახდელების გადახდის 30-დღიანი ან 5-დღიანი ვადით, გრაფაში მიეთითება – „გადახდა გადავადებულია”.“;
ა.ზ) 65-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობისას, დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გაფორმებას ყვითელი დერეფნის გამოყენებით – დეკლარაციისა და სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტების შემოწმებით. დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება ამ ინსტრუქციის 52-ე–58-ე მუხლების შესაბამისად. თუ დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალება გაიშვება სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.“;
ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):
ბ.ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ნაწილი 5. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი
| კოდი | დასახელება |
| 000 | დამხმარე კოდი |
| 001 | ექსპორტი (იმპორტის გადასახადელებისგან გათავისუფლება) |
| 002 | რეექსპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 003 | ტრანზიტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 004 | საწყობი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 005 | საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 006 | საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 007 | საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
| 008 | საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 009 | პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 010 | საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 011 | საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“¨ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 012 | ბავშვთა კვების პროდუქტების და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
| 013 | საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლება, დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 014 | „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 015 | უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
| 016 | ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 017 | საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს და ოქროს ზოდების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 018 | შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება) |
|
061 | შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად (დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 019 | განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ მემკვიდრეობით მიღებული საქონლის იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში (დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 022 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას; (დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 023 | საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 024 | ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 025 | ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტრო-სადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 026 | ფიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის კომბინაციის საერთო წონით არა უმეტეს 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება) |
| 027 | საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული (აქციზისაგან გათავისუფლება) |
| 028 | „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი (აქციზისაგან გათავისუფლება) |
| 030 | გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
| 031 | უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება, აქციზისგან გათავისუფლება) |
| 034 | დღგ-ს გადახდა საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს |
| 051 | მხოლოდ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 052 | მხოლოდ აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 053 | მხოლოდ დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 054 | იმპორტის გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 055 | იმპორტის გადასახადისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 056 | აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 057 | იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 102 | იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
| 202 | სამედიცინო, საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სამედიცინო ტექნიკა |
| 208 | ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია |
| 209 | დღგ-სა და აქციზისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
| 313 | აქციზური და სხვა სპეციალური ქართული მარკების იმპორტი |
| 332 | საქონლის დროებითი შემოტანა, სხვა |
| 333 | საქონლის დაბრუნება |
| 540 | აქციზის გარანტია შიდა გადამუშავების დროს |
| 550 | ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი |
| 604 | იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება |
| 605 | ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი |
| 609 | წონის მიხედვით |
| 612 | სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეული და სუბსტანციები |
| 613 | ჩამოსასხმელი ღვინოები |
| 614 | სიგარეტი 30-ღერიანი კოლოფებით |
| 615 | თამბაქოს წარმოებისათვის ნედლეული |
| 651 | საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი |
| 705 | ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი |
| 625
| 2013 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის ან/და ნედლეულის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება). |
ბ.ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ნაწილი 1 0. საქონლის გაფორმებისათვის წარ სადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან
დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი
| დოკუმენტის კოდი A SY CUDA-ში | დოკუმენტის დასახელება |
| 001 | საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
| 002 | ხელშეკრულება |
| 003 | შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
| 004 | სატრანსპორტო ზედნადები |
| 005 | კონოსამენტი |
| 006 | მანიფესტი |
| 007 | TI R-წიგნაკი |
| 008 | ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ |
| 009 | დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია |
| 010 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
| 011 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
| 012 | ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
| 013 | შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
| 014 | ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
| 015 | ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ¨ კონვენციის ( CI TE S) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა |
| 016 | იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
| 017 | უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა |
| 018 | იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა |
| 019 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
| 020 | სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა |
| 021 | არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა |
| 022 | საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა |
| 023 | დსთ-ის ქვეყნებში წარმოშობილი, შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული საქონლის რეექსპორტის ნებართვა |
| 025 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ |
| 026 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ |
| 027 | საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი |
| 028 | იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი |
| 030 | ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი |
| 031 | ვეტერინარული სერტიფიკატი |
| 034 | იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია |
| 035 | საწყობის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია |
| 036 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია |
| 037 | შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია |
| 039 | სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს |
| 040 | საქონლის სპეციფიკაცია |
| 041 | საბანკო გარანტია |
| 042 | ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
| 043 | სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
| 045 | საქონლის დროებითი შენახვის განაცხადი |
| 046 | სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა |
| 047 | იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი |
| 049 | შეფუთვის ფურცელი |
| 050 | ექსპერტიზის აქტი |
| 051 | საქონლის დათვალიერების აქტი |
| 052 | საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი) |
| 053 | ჯარიმის გადახდის დოკუმენტი |
| 054 | სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ |
| 055 | ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი |
| 056 | წერილი |
| 057 | განცხადება |
| 058 | ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი |
| 062 | ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია |
| 063 | გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია |
| 064 | ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია |
| 165 | რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია |
| 166 | თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო დეკლარაცია |
| 065 | ფიზიკური პირის დეკლარაცია |
| 067 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22 |
| 068 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23 |
| 069 | გამარტივებული სასაქონლო დეკლარაცია |
| 070 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი |
| 072 | სასაქონლო დეკლარაცია ფორმა N 3 |
| 073 | სასაქონლო დეკლარაცია ფორმა N 4 |
| 200 | ავტომანქანის სახელმწიფო N |
| 201 | რკინიგზის ვაგონი, N |
| 202 | თვითმფრინავი, რეისი N |
| 203 | გემი, რეისი N |
| 204 | კონტეინერი, N |
| 210 | წინმსწრები დეკლარაციის N: A- |
| 300 | ავტომანქანის მარკა |
| 330 | მედიკამენტის დასახელება |
| 333 | სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი |
| 340 | აქციზური მარკების ნომრები |
| 341 | საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი |
| 342 | საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს ბრძანება |
| 345 | აწონვის ქვითარი |
| 420 | საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) |
| 421 | დეკლარანტის (წარმომადგენლის), არასაგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) |
| 444 | დამატებითი ინფორმაცია საქონელზე |
| 445 | წინასწარი გადაწყვეტილება |
| 446 | სასაქონლო ზედნადები |
2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ. ებანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები