დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.038.016120 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება № 93
2012 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №90 ბრძანებით (სსმ, 21/ 06/201 2, 010320020.22.038.016119) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5. მოსამსახურე ვალდებულია, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელზე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში შეავსოს ახსნა-განმარტებითი ბარათის ფორმა სამსახურში დაგვიანების, არგამოცხადების ან/და სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურიდან გასვლის თაობაზე.“.
2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საშვ ის დაშ ვებ ის უ ფლებ ის მქონე მოსამსახურეთა ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, რასაც პროგრამულად ააქტიურებს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ . არსოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები