საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6444-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016819
  • Word
6444-რს
12/06/2012
ვებგვერდი, 25/06/2012
200000000.05.001.016819
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;

) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  ნაწილი:

„31 . ამ მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ თანამშრომლებს , რომლებ მაც მიიღეს ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არ აქვთ, გაახმაურო ამ ინფორმაციის საიდუმლოება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 12 ივნისი.

№6444-რს