„სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის N 1–1/1486 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/1354
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 21/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040090000.22.024.016182
  • Word
1-1/1354
21/06/2012
ვებგვერდი, 25/06/2012
040090000.22.024.016182
„სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის N 1–1/1486 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის N 1–1/1486 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/1354

2012 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის 1–1/1486 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.  „ სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის 1–1/1486 ბრძანებით  (სსმ III, 09.09. 2010 წ., 114, მუხ. 1719, სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.22.024.015.149) დამტკიცებულ  სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესსა  და პირობებში“ შევიდეს შემდეგი  ცვლილებები

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), საქართველოს მთავრობის თანხმობით, ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას ამ ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ.“

 2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამინისტრო, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ ინტერესის წერილობით გამოხატვის ან სამინისტროს მიერ საკითხის ინიცი რების შემდეგ, საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებას ქონების  ურთიერთგადაცემის შესახებ.“.

 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3

1. ხელშეკრულება ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ცნობები მხარეების შესახებ;

ბ) ურთიერთგადასაცემი ქონების დასახელება ან/და მისამართი (საკადასტრო ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები);

გ) ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება;

დ) არატოლფასოვანი ქონების შემთხვევაში, ფულადი თანხის ოდენობა ან მონაცემები იმ ქონების შესახებ, რომლითაც ხდება ქონების ნაწლის ანაზღაურება;

ე) ურთიერთგადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

ვ) სხვა მონაცემები ქონების ურთიერთგადაცემის საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით.

2. ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან  1 თვის ვადაში.

3. უძრავი ქონების ურთიერთგადაცემისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს  10 კალენდარული  დღის ვადაში საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრლებელი                  დ. გიორგაძე