„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016025
  • Word
3/212
22/06/2012
ვებგვერდი, 25/06/2012
040030000.22.054.016025
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №3/286 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/212

2012 წლის 22 ივნისი

. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის 3/286 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის 3/286 ბრძანებით (სსმ, 111110003, 10/11/2011, 040030000.22.054.016013) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დებულების“ მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო

1. ცენტრის მართვის მიზნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იქმნება სამეთვალყურეო ორგანო - სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში –  საბჭო).

2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის გზით, რომელიც ფორმდება ოქმის სახით.

3. სამეთვალყურეო საბჭო:

ა) ამტკიცებს ჩერქეზული კულტურის ცენტრის ხარჯებსა და ბიუჯეტის პროექტს და დირექტორისაგან ისმენს მისი შესრულების ანგარიშს;

ბ) განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის პოლიტიკას, ძირითად მიმართულებებსა და ზედამხედველობას უწევს ამ მიმართულებათა განხორციელებას;

გ) ითანხმებს ცენტრის მიერ მასმედიის ნებიმიერი საშუალებისთვის და საზოგადოებისთვის გასაკეთებელ ოფიციალურ და საჯარო განცხადებებს;

დ) ითანხმებს ცენტრის დირექტორის მიერ შემუშავებულ დებულების ცვლილებების პროექტს;

ე) მოისმენს და განიხილავს ცენტრის დირექტორის მუშაობის გეგმებს და ანგარიშებს, ცალკეულ თანამშრომელთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ საკითხებს, თანამშრომლების მოხსენებებს;

) განიხილავს და ამტკიცებს გრანტის მოსაპოვებლად ცენტრის სახელით მომზადებული პროექტების თემატიკას და პროექტების დონეს, აგრეთვე საქართველოს და უცხოეთის სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს;

) იღებს გადაწყვეტილებებს ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე, რომელთა ღირებულებაც აღემატება 500 (ხუთასი) ლარს;

) იღებს გადაწყვეტილებებს კონფერენციებზე, სემინარებზე თუ სხვა სახის ღონისძიებებზე ცენტრის წარმომადგენლის წარგზავნის შესახებ;

) განიხილავს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი სურვილით;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

ე) გარდაცვალებისას;

ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“. 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. რურუა