დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სესესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 212 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016382 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №212
2012 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებას (სსმ, 3.01.11.) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
,,მუხლი 21. ,,საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის (HS) „ჰარმონიზებული სისტემის ნომენკლატურის“ 2012 წლის რედაქციის საფუძველზე მომზადებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ამოქმედებამდე:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილის ცხრილის მე-6 სტრიქონში აღწერილი საქონლის კლასიფიცირებისათვის, ამავე სტრიქონში მითითებულ 2710 12 სასაქონლო სუბპოზიციასთან ერთად გამოყენებულ იქნეს 2710 11 სასაქონლოს უბპოზიცია.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის:
ა)პირველი ნაწილის ცხრილის 105-ე სტრიქონში აღწერილი საქონლის კლასიფიცირებისათვის, ამავე სტრიქონში მითითებულ 2008 97 სასაქონლო სუბპოზიციასთან ერთად გამოყენებულ იქნეს 2008 92 სასაქონლო სუბპოზიცია;
ბ) მე-2 ნაწილის ცხრილის:
ბ.ა) მე-13 სტრიქონში აღწერილი საქონლის კლასიფიცირებისათვის, ამავე სტრიქონში მითითებულ 3917 21 900 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციასთან ერთად გამოყენებულ იქნეს 3917 21 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიცია;
ბ.ბ) მე-15 სტრიქონში აღწერილი საქონლის კლასიფიცირებისათვის, ამავე სტრიქონში მითითებულ 3917 22 900 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციასთან ერთად გამოყენებულ იქნეს 3917 22 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიცია;
ბ.გ) მე-17 სტრიქონში აღწერილი საქონლის კლასიფიცირებისათვის, ამავე სტრიქონში მითითებულ 3917 23 900 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციასთან ერთად გამოყენებულ ი ქნეს 3917 23 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიცია;
ბ.დ) 21-ე სტრიქონში აღწერილი საქონლის კლასიფიცირებისათვის, ამავე სტრიქონში მითითებულ 3917 29 900 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციასთან ერთად გამოყენებულ იქნეს 3917 29 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიცია;
ბ.ე) 28 -ე სტრიქონში აღწერილი საქონლის კლასიფიცირებისათვის, ამავე სტრიქონში მითითებულ 3917 39 900 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციასთან ერთად გამოყენებულ იქნეს 3917 39 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიცია.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 30 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ . პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები