დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტის დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 223 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010050000.10.003.016896 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №223
2012 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედ ობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტის თანდართული დებულება.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტის
დებულება
მუხლი 1. სტატუსი
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) არის უწყებათაშორისი სათათბირო ორგანო მართლსაწინააღმდეგო ქმედე ბისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის საკითხებში.
მუხლი 2. ძირითადი მიზნები
კომიტეტის ძირითადი მიზნებია:
ა) „ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-17 დანართით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესრულების კოორდინირება საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედე ბისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება და მათი პრაქტიკაში დანერგვის ორგანიზება;
გ) სხვა საკითხების განხილვა და ღონისძიებების განხორციელება , რომლებიც დაკავშირებულია საავიაციო უშიშროებასთან.
მუხლი 3. კომპეტენცია
კომიტეტი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) გაუწიოს საკონსულტაციო დახმარება საავიაციო უშიშროების იმ ზომების მიღებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართულ მართლსაწინააღმდეგო ქმედე ბაზე ეფექტიანი რეაგირებისათვის;
ბ) საავიაციო უშიშროების ღონისძიებათა კოორდინირებულად განხორციელების გზით კოორდინირება გაუწიოს მართლსაწინააღმდეგო ქმედე ბისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის რეალიზებაში ჩართული უწყებებისა და ორგანიზაციების ქმედებებს, გარდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების ღონისძიებებისა ;
გ) შეიმუშაოს წინადადებები აეროპორტებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებ ზე საავიაციო უშიშროების დამატებითი ზომების შემოღების შესახებ, მათ შორის, აეროპორტის დაპროექტების/მშენებლობის სტადიაზე;
დ) საერთაშორისო მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით, სააგენტოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს რეკომენდაციები და წინადადებები საავიაციო უშიშროების სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მომზადების ან მოქმედ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ე) განიხი ლოს ავიასაწარმოებისა და სხვა ორგანიზაციების წინადადებები საავიაციო უშიშროების საკითხებზე და, საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები.
მუხლი 4. შემადგენლობა
1. კომიტეტის მუდმივი წევრები არიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი , საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე .
2. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადით .
3. კომიტეტის წევრი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს თავის მიერ უფლებამოსილი სხვა პირით.
4. საკითხის საჭიროებიდან გამომდინარე, კომიტეტის სხდომებზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, შპს „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი, საქართველოში არსებული სამოქალაქო აეროპორტების ხელმძღვანელები და სხვა პირები.
მუხლი 5. საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კ ომიტეტის სხდომა იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ.
2. კომიტეტის სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
3. კომიტეტის თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – მოადგილე) იწვევს სხდომებს და განსაზღვრავს დღის წესრიგს . კომიტეტის წევრებს მოწვევა ეგზავნებათ წერილობით, სხდომის ჩატარებამდე სულ ცოტა 8 სამუშაო დღით ადრე, დღის წესრიგის პროექტის მითითებით.
4. კომიტეტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეუძლიათ კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის შემადგენლობის 1/3-ს. გადაწყვეტილებას კომიტეტის სხდომის დანიშვნის თაობაზე იღებს კომიტეტის თავმჯდომარე და ამის შესახებ წერილობით აცნობებს კომიტეტის წევრებს (დღის წესრიგის პროექტის მითითებით), სხდომის ჩატარებამდე სულ ცოტა 1 სამუშაო დღით ადრე.
5. კ ომიტეტის სხდომა უფლე ბამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის 2/3.
6. კ ომიტეტის სხდომის მუშაობას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს კომიტეტის შემადგენლობიდან დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კომიტეტის წევრები პირველივე სხდომაზე . ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კ ომიტეტის თავმჯდომარის ხმა.
7. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, საკითხი განსახილველად გადაეცემა საქართველოს მთავრობას.
8. კომიტეტის გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომიტეტის სხდომის დამსწრე წევრები.
9. კომიტეტს ჰყავს მდივანი, რომლის ფუნქციებს ასრულებს სააგენტოს წარმომადგენელი. კომიტეტის მდივანი ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებას, ადგენს სხდომის ოქმს და უზრუნველყოფს მის შენახვას.
10. კომიტეტი გაწეული მუშაობის ანგარიშს წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
11. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო .
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები