საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 61/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 22/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2012
ძალაში შესვლის თარიღი 25/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 13/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016074
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
61/04
22/06/2012
ვებგვერდი, 22/06/2012
220010040.18.011.016074
საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/06/2012 - 10/11/2023)

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №61/04

2012 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატებ ის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 66-ე მუხლის „გ1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 27 იანვრის №8/04 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 2 5 ივნისიდან.

გ. ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ოქროს სერტიფიკატების გამოშვების, მიმოქცევის და განაღდების საკითხებს და ადგენს ოქროს სერტიფიკატების შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდების მახასიათებლებს.

2. ოქროს სერტიფიკატის ყიდვა და გაყიდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების (შემდგომში – კომერციული ბანკები) მეშვეობით.

3. საქართველოში ოქროს ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი უშვებს საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტს ოქროს სერტიფიკატს, რომელიც არის ეროვნული ბანკის უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომლითაც ეროვნული ბანკი ვალდებულია მისი განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში, სერტიფიკატის მესაკუთრეზე (მისი სახელით მოქმედი კომერციული ბანკის მეშვეობით) გასცეს შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უშვებს ორი სახის ოქროს სერტიფიკატს:

ა) ოქროს ზოდის სერტიფიკატებს;

ბ) ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ დებულების მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ოქროს ზოდის სერტიფიკატი – უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ეროვნული ბანკის ვალდებულებას საკუთრებაში იქონიოს სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი და სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში, სერტიფიკატის მესაკუთრეზე (მისი სახელით მოქმედი კომერციული ბანკის მეშვეობით) გასცეს შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი (ზოდები).

ბ) ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატი – უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ეროვნული ბანკის ვალდებულებას, ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში სერტიფიკატის მესაკუთრეზე (მისი სახელით მოქმედი კომერციული ბანკის მეშვეობით) გასცეს შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი (ზოდები).

გ) სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი (შემდგომში – სტანდარტიზირებული ზოდი) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის, ფორმის, დამღის, წონისა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა მახასიათებლების შესაბამისად დამზადებული ოქროს ზოდი.

დ) ოქროს სერტიფიკატის განაღდება – ეროვნული ბანკის მიერ ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრისათვის ოქროს სერტიფიკატის სანაცვლოდ ამ დებულებით განსაზღვრული სტანდარტიზირებული ზოდის (ზოდების) მიწოდება კომერციული ბანკის მეშვეობით.

ე) შერჩევითი დაფარვა - სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (CSD) სისტემის წესებით გათვალისწინებული ელექტრონული შეტყობინება.

    მუხლი 3. ოქროს სერტიფიკატის ძირითადი პირობები

1. ოქროს სერტიფიკატის ყიდვისა და გაყიდვის უფლება აქვს ნებისმიერ პირს .

2. ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ პირზე გაასხვისოს ოქროს სერტიფიკატი ამ დებულებით გათვალისწინებული რეგისტრაციის პირობების დაცვით .

3. ოქროს სერტიფიკატის შეძენამდე პირი (გარდა კომერციული ბანკისა) ვალდებულია კომერციულ ბანკში იქონიოს საბანკო ანგარიში. ოქროს სერტიფიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება (ყიდვა, გაყიდვა) უნდა განახორციელოს საბანკო ანგარიშის მეშვეობით .

4. ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს კომერციული ბანკის მეშვეობით მოითხოვოს ოქროს სერტიფიკატის განაღდება და მიიღოს მისი შესაბამისი წონის სტანდარტიზირებული ზოდი (ზოდები).

5. ოქროს სერტიფიკატის განაღდებ ს მოთხოვნა და ეროვნული ბანკის მიერ მისი დადასტურება წარმოადგენს ოქროს სერტიფიკატის, როგორც ფასიანი ქაღალდის დაფარვას და მისი მიმოქცევიდან ამოღება .

6. ოქროს სერტიფიკატი არსებობს მხოლოდ არამატერიალიზებული ფორმით , ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში ( შემდგომში – CSD სისტემა ) ელექტრონული ჩანაწერის სახით.

7. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ოქროს სერტიფიკატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.

8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ოქროს სერტიფიკატების შენახვისათვის დაადგინოს საკომისიო, რის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული შეტ ობინებით წინასწარ აცნობებს კომერციულ ბანკებს და აქვეყნებს შესაბამის ვებგვერდზე.

9. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ოქროს სერტიფიკატთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ კომერციულ ბანკსა და კლიენტს შორის ერთჯერადად ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და მომსახურების ძირითადი პირობებს. კომერციული ბანკი ასევე ვალდებულია ხელშეკრულებაში მკაფიოდ მიუთითოს ოქროს სერტიფიკატის განაღდების ამ დებულებით გათვალისწინებული პირობები და ვადები.

10. კომერციულ ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ოქროს სერტიფიკატის შეძენის/გაყიდვის შესახებ გარიგების დადება შეიძლება განხორციელდეს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა საშუალებებით. გარიგების ელექტრონული სისტემის მეშვეობით დადების მიზნით კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტისათვის ოქროს სერტიფიკატის ყიდვა-გაყიდვის გარიგების პირობების წინასწარ ელექტრონული ფორმით შეტყობინება. გარიგების ელექტრონული სისტემის მეშვეობით დადების შემთხვევაში, გარიგება დადებულად ითვლება, თუ კლიენტი ელექტრონული ფორმით თანხმობას განაცხადებს კომერციული ბანკის მიერ შეთავაზებულ პირობებზე.

    მუხლი 4. ოქროს სერტიფიკატების გამოშვება და მათი შესყიდვა

1. ოქროს სერტიფიკატების პირველად ბაზარზე გამოშვებას და რეგისტრაციას ახორციელებს ეროვნული ბანკი.

2. პირველად ბაზარზე ოქროს სერტიფიკატების გაყიდვა წარმოებს კომერციული ბანკების მეშვეობით . კომერციული ბანკი ვალდებულია ოქროს სერტიფიკატის ყიდვის მსურველ პირს გააცნოს ოქროს სერტიფიკატის პირობები.

3. ერთი ოქროს სერტიფიკატის ნომინალი შეესაბამება 1 უნციას ან 20 გრამს.

4. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ოქროს ზოდის სერტიფიკატების რაოდენობა შეესაბამება ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული შესაბამისი წონისა და მახასიათებლების სტანდარტიზებული ზოდების რაოდენობას.

5. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატების რაოდენობას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი .

6. ოქროს სერტიფიკატების გამოშვების შეტყობინებას ეროვნული ბანკი უგზავნის კომერციულ ბანკებს ელექტრონული საშუალებით ოქროს სერტიფიკატების გამოშვებამდე სულ მცირე ერთი საბანკო დღით ადრე .

7. ოქროს სერტიფიკატების გამოშვების შეტყობინება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

) ოქროს სერტიფიკატების გაყიდვის დაწყების თარიღი და დრო;

) ოქროს სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერი;

) გასაყიდი ოქროს სერტიფიკატების რაოდენობა;

) ოქროს სერტიფიკატის ფასების გამოქვეყნების საშუალებები;

) ყიდვისა და გაყიდვის განაცხადის წარდგენის დრო და ფორმები;

) ყიდვისა და გაყიდვის განაცხადის წარდგენის ტექნიკური საშუალება;

) ანგარიშსწორების წესი;

თ) საერთაშორისო ბაზარზე ოქროს საბაზრო ფასის ცვლილების ზღვრული ოდენობა, რომელზე მეტად ცვლილების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი არ განახორციელებს ოქროს სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.

8. ეროვნული ბანკი ყიდულობს მის მიერ გამოშვებულ ოქროს სერტიფიკატებს კომერციული ბანკებისაგან და/ან მათი მეშვეობით.

9. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს საერთაშორისო ბაზარზე ოქროს საბაზრო ფასის ცვლილების ზღვრული ოდენობა, რომელზე მეტად ცვლილების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი არ განახორციელებს ოქროს სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.

10. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნული ბანკს უფლება აქვს უარი თქვას ოქროს სერტიფიკატების გაყიდვაზე და/ან ყიდვაზე და ამის შესახებ ინფორმაციას უგზავნის კომერციულ ბანკებს ელექტრონული საშუალებით.

11. კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში გაგზავნილი ოქროს სერტიფიკატის ყიდვის ან გაყიდვის განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას :

) შესასყიდი ან გასაყიდი ოქროს სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერს;

) შესასყიდი ან გასაყიდი ოქროს სერტიფიკატის რაოდენობას.

12. განაცხადის გაგზავნით კომერციული ბანკი ადასტურებს ოქროს სერტიფიკატის ყიდვის ან გაყიდვის ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილებას და ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას.

13. ეროვნული ბანკი არ განიხილავს ისეთ განაცხადს, რომელიც დადგენილ დროზე გვიან არის წარდგენილი, არ შეიცავს ყველა აუცილებელ ინფორმაციას, ან შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას ან მონაცემებს, რომელიც შეუსაბამოა გამოცხადებულ პარამეტრებთან.

14. ყიდვის ან გაყიდვის განაცხადის წარდგენის დროის დასრულების შემდეგ, კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება შეცვალოს ან გააუქმოს მის მიერ ეროვნულ ბანკში გაგზავნილი ოქროს სერტიფიკატის ყიდვის ან გაყიდვის განაცხადი.

15. ოქროს სერტიფიკატების გამოშვების შეტყობინებაში გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ეროვნული ბანკი ადასტურებს კომერციული ბანკის განაცხადს ოქროს სერტიფიკატის ყიდვაზე ან გაყიდვაზე, რომელიც ითვლება ოქროს სერტიფიკატის ყიდვა-გაყიდვის გარიგებად.

16. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დაადგინოს ერთ დღეში ერთი კომერციული ბანკისაგან და/ან მისი მეშვეობით ოქროს სერტიფიკატების ვაჭრობისლიმიტები, რომელსაც ელექტრონული შეტყობინებით უგზავნის კომერციულ ბანკებს ლიმიტის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე.

    მუხლი 5. ოქროს სერტიფიკატის მიმოქცევა მეორად ბაზარზე

1. მეორად ბაზარზე ოქროს სერტიფიკატების მიმოქცევა ხდება კომერციული ბანკების მეშვეობით.

2. მეორად ბაზარზე ოქროს სერტიფიკატის ყიდვა- გაყიდვის პირობებს კომერციული ბანკები აქვეყნებენ თავიანთ ვებგვერდზე და/ან კლიენტებისათვის ხელმისაწვდომი სხვა საშუალებების გამოყენებით.

3. კომერციული ბანკი ვალდებულია ოქროს სერტიფიკატის ყიდვის მსურველ პირს გააცნოს ოქროს სერტიფიკატის პირობები.

4. ოქროს სერტიფიკატის გასხვისებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება კომერციულმა ბანკმა უნდა განახორციელოს ურისკო ანგარიშსწორების პრინციპის დაცვით , .. DvP ტრანზაქციით.

5. კომერციული ბანკი ვალდებულია :

ა) აწარმოოს ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრი;

ბ) ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, გაუხსნას შესაბამისი ანგარიში CSD სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.

6. ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრში ოქროს სერტიფიკატის თითოეულ მესაკუთრეზე კომერციულმა ბანკმა უნდა განახორციელოს შემდეგი მინიმალურად აუცილებელი მონაცემის შეტანა და წარმოება:

ა) ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის დასახელება ან სახელი, გვარი;

ბ) ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი;

გ) სუბრეესტრში პირის რეგისტრაციის თარიღი;

დ) პირის საკუთრებაში არსებული ოქროს სერტიფიკატების საიდენტიფიკაციო ნომერი (ნომრები) და მათი რაოდენობა;

7. ოქროს სერტიფიკატის საკუთრების დამადასტურებელია კომერციული ბანკის ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრში არსებული ელექტრონული ჩანაწერი.

8. კომერციული ბანკი ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრეს აძლევს ამონაწერს ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრიდან, რომლის მიღებაც შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრონული საშუალებებით .

9. ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრის ამონაწერში სრულყოფილად უნდა იყოს აღნიშნული ოქროს სერტიფიკატის ძირითადი პირობები, მისი მესაკუთრის მონაცემები და საკუთრებაში არსებული სერტიფიკატების საიდენტიფიკაციო ნომერი, ერთეულის ნომინალი, მათი რაოდენობა და შესაბამისი ოქროს მოცულობა გრამებში ან უნციებში.

10. კლიენტებს შორის ოქროს სერტიფიკატის გასხვისების დავალების ფორმას ადგენს კომერციული ბანკი, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:

ა) ოქროს სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) ოქროს სერტიფიკატებ ის რაოდენობა;

გ) გარიგების თანხა;

) გარიგების დადებისა და ანგარიშსწორების თარიღები;

ე) მყიდველისა და გამყიდველის დასახელება ან სახელი, გვარი;

ვ) მყიდველისა და გამყიდველის საბანკო ანგარიშის ნომერი.

11. კლიენტის სახელზე შენახული ოქროს სერტიფიკატის გასხვისების, დაგირავების, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის, განაღდების მოთხოვნის მიღების და/ან კლიენტის მიერ მომსახურე კომერციული ბანკის შეცვლის შემთხვევაში, კომერციული ბანკი ვალდებულია:

ა) განახორციელოს ცვლილებების შესაბამისი ჩანაწერები თავის სუბრეესტრში;

ბ) თუ ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის ანგარიში ასევე გახსნილი აქვს CSD სისტემაში, ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს CSD სისტემაშიც.

    მუხლი 6. ოქროს სერტიფიკატებზე ფასების განსაზღვრა

1. ოქროს სერტიფიკატების ყიდვისა და გაყიდვის ფასებს განსაზღვრავს მისი მყიდველი და გამყიდველი.

2. ეროვნული ბანკის ფასები ოქროს სერტიფიკატების გაყიდვაზე და ყიდვაზე განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ, საერთაშორისო ბაზარზე ოქროს საბაზრო ფასისა და ეროვნული ბანკის მარჟის გათვალისწინებით.

3. ეროვნული ბანკის ფასები ოქროს სერტიფიკატის გაყიდვაზე და ყიდვაზე გამოითვლება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს და ქვეყნდება შესაბამის ვებგვერდზე ყოველ სამუშაო საბანკო დღეს.

4. კომერციული ბანკები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ მათი საკომისიოს ოდენობას ლარებში, რომელსაც ითვალისიწინებენ ოქროს სერტიფიკატის ყიდვა-გაყიდვის ფასების დადგენისას.

5. კომერციული ბანკი, რომელიც ახორციელებს კლიენტების მომსახურებას ოქროს სერტიფიკატების ბაზარზე, ვალდებულია, ყოველ სამუშაო საბანკო დღეს გამოაქვეყნოს ოქროს სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვის ფასები.

    მუხლი 7. ოქროს სერტიფიკატის განაღდება

1. ოქროს სერტიფიკატის განაღდებას აწარმოებს ეროვნული ბანკი შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდების გაცემით.

2. ოქროს სერტიფიკატის განაღდებას ეროვნული ბანკი აწარმოებს კომერციული ბანკების მეშვეობით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ოქროს ზოდის სერტიფიკატის განაღდებაზე ეროვნული ბანკი არ ადგენს საკომისიოს.

4. ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის განაღდებაზე ეროვნული ბანკი აწესებს საკომისიოს ლარებში, რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდის (ზოდების) საერთაშორისო ბაზარზე შეძენა/დამზადებისა და მისი საქართველოში ჩამოტანის ღირებულებიდან.

5. ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის განაღდების საკომისიოს ოდენობას ეროვნული ბანკი წინასწარ ატყობინებს კომერციულ ბანკებს ელექტრონული საშუალებით და აქვეყნებს შესაბამის ვებ -გვერდზე.

6. ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის განაღდების მთხოვნელი პირი განაღდების საკომისიოს უხდის ეროვნულ ბანკს განაღდების მოთხოვნის დღეს , მისი სახელით მოქმედი კომერციული ბანკის მეშვეობით.

7. ოქროს სერტიფიკატის განაღდებისათვის ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრე განაღდების მოთხოვნით მიმართავს კომერციულ ბანკს.

8. ოქროს სერტიფიკატის განაღდებაზე კომერციული ბანკი შესაბამისი განაცხადით მიმართავს ეროვნულ ბანკს და წარუდგენს:

ა) ოქროს სერტიფიკატის განაღდებაზე ცალ-ცალკე თითოეული კლიენტის მოთხოვნის შესაბამისი „შერჩევითი დაფარვის“ შეტყობინებას CSD სისტემის მეშვეობით, ამავე სისტემის წესების შესაბამისად;

ბ) ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის განაღდების საკომისიოს გადახდის შესახებ ინფორმაციას, ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის „შერჩევითი დაფარვის“ განაცხადის ეროვნული ბანკის მიერ დადასტურების დღეს.

9. სტანდარტიზირებული ზოდის გატანაზე კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს სტანდარტიზირებული ზოდის გატანაზე კომერციული ბანკის პასუხისმგებელი პირის პირადობის მოწმობის მონაცემებს და CSD სისტემაში „შერჩევითი დაფარვის“ შეტყობინების უნიკალურ ნომერს, რომელსაც აგზავნის ეროვნული ბანკის შეტყობინებაში განსაზღვრული ტექნიკური საშუალებებით:

ა) ოქროს ზოდის სერტიფიკატის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ „შერჩევითი დაფარვის“ განაცხადის დადასტურების შემდეგ არა უგვიანეს იმავე დღის საოპერაციო საათების დასრულებამდე;

ბ) ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ „შერჩევითი დაფარვის“ განაცხადის დადასტურების შემდეგ 34 კალენდარულ დღის განმავლობაში;

გ) საჭიროების შემთხვევაში კომერციულმა ბანკმა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში უნდა მიუთითოს სტანდარტიზირებული ზოდის გატანაზე პასუხისმგებელი პირისათვის სტანდარტიზირებული ზოდის ლაბორატორიული შემოწმების მოთხოვნის უფლებამოსილება.

10. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის შეხედულებისამებრ განსაზღვროს გასაცემი სტანდარტიზირებული ზოდების რაოდენობა წონების მიხედვით კომერციული ბანკის მოთხოვნის გათვალისწინებით.

11. ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის სახელით მოქმედი კომერციული ბანკი ვალდებულია ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდი მიიღოს ეროვნული ბანკიდან:

ა) ოქროს ზოდების სერტიფიკატების შემთხვევაში, ოქროს სერტიფიკატის განაღდებაზე CSD სისტემის მეშვეობით ეროვნული ბანკის დასტურის მიღების დღიდან სამი სამუშაო საბანკო დღის განმავლობაში;

ბ) ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შემთხვევაში, ოქროს სერტიფიკატის განაღდებაზე CSD სისტემის მეშვეობით ეროვნული ბანკის დასტურის მიღების დღიდან 35-ე კალენდარული დღეს. თუ 35-ე კალენდარული დღე უქმე ან/და დასვენების დღეს ემთხვევა, მაშინ ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდის გაცემა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

12. კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკიდან ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდის გატანის შემდეგ, ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრე უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მიმართოს სტანდარტიზირებული ზოდის გაცემის მოთხოვნით მასსა და კომერციულ ბანკს შორის შეთანხმებულ ვადებში.

13. ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა დამამზადებელი კომპანიის მიზეზით ვერ ხორციელდება შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდის დადგენილ ვადებში დამზადება და ჩამოტანა, ეროვნული ბანკი ამის შესახებ ატყობინებს განმცხადებელ კომერციულ ბანკს და აწარმოებს შესაბამის ღონისძიებებს სხვა დამამზადებელ კომპანიებთან ანალოგიური სტანდარტიზირებული ზოდის დამზადებასა და ჩამოტანაზე.

14. ოქროს სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის პირობების დაცვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ვალდებულია, შესაბამისი პროცედურების დაცვით უპირობოდ გასცეს სტანდარტიზირებული ზოდი ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის სახელით მოქმედ კომერციულ ბანკზე.

15. ეროვნული ბანკიდან შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდის მიღების შემდეგ, კომერციული ბანკი უზრუნველყოფს მის გაცემას ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრეზე, საკუთარი პროცედურების შესაბამისად.

16. ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრე უფლებამოსილია, ეროვნული ბანკიდან ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზებული ზოდის გატანამდე, კომერციული ბანკის მეშვეობით მოითხოვოს სტანდარტიზებული ზოდის შეფუთვის გახსნა და ლაბორატორიული შემოწმება ეროვნული ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით.

17. თუ სტანდარტიზირებული ზოდის სტანდარტული შეფუთვის გახსნა და შემოწმება არ მომხდარა ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს სტანდარტიზირებული ზოდის მახასიათებლების (სინჯი, წონა) შესაბამისობაზე თანმხლებ სერტიფიკატზე მითითებულ რეკვიზიტებთან.

18. თუ ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგად ეროვნული ბანკის მიერ დადგინდა, რომ შემოწმებული სტანდარტიზირებული ზოდი არ შეესაბამება ამ დებულებით დადგენილ სტანდარტებს, ეროვნული ბანკი ვალდებულია, გასცეს სხვა შესაბამისი წონისა და მახასიათებლების სტანდარტიზირებული ზოდი.

19. თუ ამ მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგად ეროვნული ბანკის მიერ დადგინდა, რომ შემოწმებული სტანდარტიზირებული ზოდი შეესაბამება ამ დებულებით დადგენილ სტანდარტებს, ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს იმ ცვლილებებზე, რაც გამოწვეულია შეფუთვის მთლიანობის დარღვევითა და შემოწმებით.

    მუხლი 8. სტანდარტიზირებული ზოდი

1. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ თითოეულ ოქროს ზოდის სერტიფიკატზე ეროვნულ ბანკში ინახება შესაბამისი წონის სტანდარტიზირებული ზოდი.

2. ამ დებულების მიზნებისათვის სტანდარტიზირებულ ზოდს აქვს შემდეგი მახასიათებლები:

ა) ოქროს სინჯი არის უმაღლესი 999.9 სტანდარტის;

ბ) ზოდის წონა შეიძლება განისაზღვროს გრამებში და/ან უნციებში;

გ) ზოდი დამზადებულია ლონდონის ოქროს ზოდის ბაზრის ასოციაციისთან (London Bullion Market Association - LBMA) აკრედიტირებული დამამზადებელი კომპანიის მიერ;

დ) ზოდზე ამოტვიფრულია დამამზადებლის დამღა, ზოდის დენომინაცია გრამებში და/ან უნციებში, ოქროს სინჯის აღმნიშვნელი წარწერა და/ან საერთაშორისო პრაკტიკაში მიღებული სხვა წარწერები და/ ან ნიშნები;

ე) ზოდი არის სტანდარტული შეფუთვით სერტიფიკატთან ერთად, რაც მოიცავს ზოდის მახასიათებლების, სერიული ნომრის, წარმოების წლისა და დამდამღველის ხელმოწერის აღნიშვნებს.

3. ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის სახელით მოქმედი კომერციული ბანკის მიერ სტანდარტიზირებული ზოდის ეროვნული ბანკიდან გატანისთანავე, ეროვნული ბანკის ვალდებულება ოქროს სერტიფიკატის მესაკუთრის მიმართ ითვლება შესრულებულად.

4. ეროვნული ბანკიდან გატანილი სტანდარტიზირებული ზოდი, ამ დებულების მიზნებისათვის აღარ წარმოდგენს სტანდარტიზირებულ ზოდს და ეროვნულ ბანკს არ ეკისრება მისი შესყიდვის და/ან შენახვის და/ან ნებისმიერი სხვა მიზნით უკან დაბრუნების ვალდებულება. ეროვნული ბანკის გარეთ არსებული ზოდების მიმოქცევა არ არის შეზღუდული და არ ექვემდებარება რეგულირებას ამ დებულების შესაბამისად.

5. ამ დებულების მიზნებისათვის, ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია სტანდარტიზირებული ზოდების უსაფრთხო შენახვაზე მისი ეროვნული ბანკიდან გატანამდე, ხოლო ოქროს სერტიფიკატის განაღდებისას, სერტიფიკატის მესაკუთრის სახელით მოქმედ კომერციულ ბანკზე ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი ოდენობის სტანდარტიზებული ზოდის (ზოდების) გაცემაზე.

    მუხლი 9. ოქროს სერტიფიკატების აღრიცხვა და ანგარიშსწორება

1. ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასთან, რეგისტრაციასთან, გასხვისებასთან, ყიდვა-გაყიდვასთან, განაღდებასთან, დაგირავებასთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ოპერაციები აღირიცხება ეროვნული ბანკის CSD სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად.

2. ოქროს სერტიფიკატების თითოეულ ნომინალს ეროვნული ბანკი ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს და არეგისტრირებს CSD სისტემაში .

3. ოქროს სერტიფიკატების საიდენტიფიკაციო ნომერი იქმნება შემდეგი 12 სიმბოლოსაგან:

) პირველი და მეორე სიმბოლო არის ქვეყანის საერთაშორისო კოდი GE;

) მესამე და მეოთხე სიმბოლო არის ფასიანი ქაღალდის ტიპის აღმნიშვნელი, რომელიც ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატის შემთხვევაში არის GC;

) მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სიმბოლო არის ოქროს სერტიფიკატის ნომინალის აღმნიშვნელი;

) მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე სიმბოლო არის ოქროს სერტიფიკატის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი;

) მეთორმეტე სიმბოლო არის საკონტროლო ციფრი (გასაღები), რომელიც გამოითვლება წინა თერთმეტი მონაცემის გათვალისწინებით სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური სტანდარტის შესაბამისად.

4. პირველად ბაზარზე ოქროს სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვის გარიგების ანგარიშსწორების დღეს , არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე , დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემებისა და CSD სისტემის მეშვეობით ხდება ოქროს სერტიფიკატის მყიდველი კომერციული ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშებიდან შესაბამისი თანხების ჩარიცხვა ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესასრულებლად , საოპერაციო საათების დასრულებამდე კომერციული ბანკი ვერ უზრუნველყოფს ოქროს სერტიფიკატის ყიდვის გარიგების ანგარიშსწორების განხორციელებას, უქმდება ყველა გარიგება, რომლის მიხედვითაც ვერ მოხდება ანგარიშსწორება.

6. გასაყიდი ოქროს სერტიფიკატები მათ გაყიდვამდე აღირიცხება ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე CSD სისტემაში.

 

მუხლი 10. კომერციული ბანკის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

1. კომერციული ბანკის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ოქროს სერტიფიკატით ოპერაციების წარმოების შემთხვევაში, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან შეიმუშაონ და გამოაქვეყნონ მათი კლიენტებისათვის ოქროს სერტიფიკატებით ოპერაციების (ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა) განხორციელების პირობები, მათ შორის, მომსახურების ტარიფები, განაცხადების და ხელშეკრულებების ფორმები.

2. კომერციული ბანკის მხრიდან ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკს შეიძლება გარკვეული ვადით უარი ეთქვას ოქროს სერტიფიკატების პირველად ბაზარზე მონაწილეობის მიღებაზე ან დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

3. კომერციული ბანკი, ამ დებულებით გათვალისწინებული ოქროს სერტიფიკატით ოპერაციების წარმოების შემთხვევაში, ვალდებულია, იქონიოს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემა და უზრუნველყოს მისი დაცულობა და უსაფრთხოება. ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრონული გარიგების პირობების უცვლელად შენახვა და კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში დადებული გარიგების შესახებ ინფორმაციის მატერიალური ფორმით მიწოდება.