დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.113.016100 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2012 წლის 1 8 ი ვნისი
ქ. ოზურგეთი
„ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა :
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილებაში (სსმ V, №7, 06/08/2010წ.) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 135-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,გ”, ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,თ”, ,,ი” , ,,კ”, ,,ლ” და ,,მ” პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოიკრას მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს შენობასთან ან შენობის შიგნით განთავსებულ სპეციალურ დაფაზე და გამოქვეყნდეს ადგილობრივ პრესაში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ დაფაზე და ადგილობრივ პრესაში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები