„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016381
  • Word
211
21/06/2012
ვებგვერდი, 22/06/2012
040030000.22.033.016381
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №211

2012 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016192) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) პრევენციის დეპარტამენტი;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, პრევენციის დეპარტამენტი, გაფორმების დეპარტამენტი და საბაჟო დეპარტამენტი სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებია და წარმოადგენს სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო ორგანოებს;”.

3. მე-13 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1 ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას, ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;“.

4. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:

„ე2) სამსახურის საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ბალანზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა;“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 15. პრევენციის დეპარტამენტი

1. პრევენციის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენა;

ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის განხორციელება ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, დათვალიერებით, ინვენტარიზაციით. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი;

გ) აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

დ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება;

ე) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა;

ვ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;

ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გამოყენების კონტროლი და უმოქმედო ობიექტების დალუქვა;

თ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება;

 ი) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება;

კ) მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ან/და კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;

ლ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა;

მ) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზი;

ნ) მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაცია და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

 ჟ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

რ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პრევენციის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის  შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი